“გგონიათ ხალხს არ უნდა სახლში ჯდომა?! არ აქვთ საქმე ასე აწყობილი, ბრახ და უცებ სახლში დასხდნენ”

გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი, ხვიჩა ყალიბეგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

Kakha Kaladze კახა კალაძე ბიჯო, ,,მარშუტკები“ კი არ უნდა გაგეუქმებინა, თუ რამე ტრანსპორტზე მიგიწვდება ხელი, უნდა დაგემატებინა, შენი კოლექციის ჩათვლით (გეხუმრე)…

რომ შეაზილე ეს ხალხი ავტობუსებში ერთმანეთს, გგონია რამე სასიკეთო გააკეთე?

გგონიათ ამ ხალხს არ უნდა სახლში ჯდომა?! არ აქვთ საქმე ასე აწყობილი ყველას, რომ ბრახ და უცებ სახლში დასხდნენ, უამრავი პასუხისმგებლობები/ვალდებულებები აქვთ ადამიანებს, საქმიანი, თუ არსებობა/გადარჩენასთან დაკავშირებული…

მოსახლეობის 70% ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, ათასი გადაუდებელი და გარდაუვალი გადაადგილება სჭირდებათ… დაგემატებინა თუ სადმე რამე რესურსი იყო, გამოგეყო სახსრები, არ აზელილიყო ხალხი ერთმანეთში, ჩაგეტარებინა ტრანსპორტის დეზინფექცია, დაგედგა რაიმე სადეზინფექციო ყუთები ტრანსპორტში, რითიც ისარგებლებდნენ მგზავრები… ერთ საათში რომ მოახვევებთ ხოლმე სპეცრაზმელებით გაძეძგილ ავტობუსებს აქციებზე, აგემუშავებინა ყველა გაჩერებული ტრანსპორი, გამოგეყო ტაქსებისთვის თანხა ემოძრავათ დაბალ ფასში… ფული? არ უნდა მიათხლიშო, რაღაც მილანურ ყლორტში მილიონი და ნაგვის ბუნკერებიდან არ უნდა მოტეხო მილიონები… “

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყველა უნდა დარჩეს სახლში!

  2. ანონიმური

    იმედია მალე გადავლახავთ ამ რთულ პერიოდსაც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.