გახარიას ანტიკრიზისული გეგმა ნიკა გილაურის კომპანიამ მოუმზადა?!

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ,“ალიას“ ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრება.

– ბატონო დემურ, პრემიერს არაფერი უთქვამს  ბიუჯეტის  ოპტიმიზაციაზე, ხარჯების შემცირებაზე. რატომ?

– 200 მილიონი ლარით  შეამცირეს ბიუჯეტის ხარჯები და სულ ეს არის. მიკვირს, რატომ არ აკეთებს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებას, რატომ არ შემოაქვს კანონპროექტი იმის თაობაზე, როგორი იქნება ახალი ბიუჯეტი,  რა ცვლილებები შევა მასში. ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება ბიუჯეტს, სერიოზულად მოიკლებს შემოსავლები. მე ვერ დავეთანხმები მთავრობას, რომ წელს 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი  დააკლდება  ბიუჯეტს, გაცილებით მეტი იქნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში. ამ ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება არც ეკონომიკაში და არც სხვა სფეროებში. ეს ერთი წელი საქართველოსთვის იქნება უმძიმესი. ამ უმძიმესი მდგომარეობის გადატანის ღონისძიებები ამ ანტიკრიზისულ  გეგმაში ვერ დავინახე. რაც კეთდება, კეთდება ვიწრო წრის კეთილდღეობისთვის. ავიღოთ, დღგ–ს გადასახადის  დაუყონებლივ დაბრუნება ბიზნესისთვის, რაზედაც იყო ლაპარაკი. სანაძლეოს დაგიდებთ, გარდა პრივილეგირებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა, ამით ვერავინ ისარგებლებს. მოითხოვენ ბიზნესმენები კანონიერად დღგ–ს გადასახადის სასწრაფოდ  უკან დაბრუნებას?  მაშინვე ჩაერთვება შემოსავლების სამსახური, ეტყვიან, როგორ გაბედე და მოითხოვე დღგ–ს უკან დაბრუნება, მერე გამოუჩხრეკენ რაღაც კანონდარღვევას და აჰკიდებენ უზარმაზარ ჯარიმას. იმის ნაცვლად, რომ იქით მისცენ ფული, აქეთ წაართმევენ. პრემიერ მინისტრი კიდევ მიმტკიცებს, რომ  შემოსავლების სამსახური ავტომატურად დაუბრუნებს დღგ–ს  ბიზნესს. არ დაუბრუნებს!!! ეს ბლეფი წინადადებები არ შესრულდება!

– ბატონო დემურ, ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმა ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის კონსალტინგურმა  კომპანიამ დაუწერა მთავრობას. ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics–მა,  ერთი თვის წინ, მართლა შესთავაზა მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა…

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა „საქართველოს ბანკის“  შვილობილმა კონსალტინგურმა კომპანიამ, რომელიც, როგორც ვიცი, ყოფილ პრემიერს, გილაურს ეკუთვნის. რამდენადაც მისი ახლო გარემოცვიდან ვიცი, პრემიერი გახარია ძალიან ენდობა მას. ძალიან არ მომეწონება, თუ ეს დადასტურდება, რადგან ამაში ხომ ფულია გადახდილი?

ლევან ჯავახიშვილი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დღგ ბრუნდება და ნუ ატყუებთ ხალხს და ბლეფი არ არის

    1. სამწუხაროდ

      სიცრუის გავრცელება ხო ამათი ხელობაა))

  2. 😏

    ,, ქართული ოცნების “ ხელში ვინმეს ტყუილი გაუკვიდება?!
    ბიძინა ჩემპიონია მაგრად გადაუჯოკრა მიშიკოს😂

  3. ანონიმური

    ბატონ დემურ, ჯერ დააზუსტოთ და მერე აცნობოთ საზოგადოებას, ვერა?🤔

    1. გიგა

      ძალიან გაეხსნა დემურას ფანტაზია და რა ქნას))))

  4. ანონიმური

    მაინტერესებს გიორხელიძე სოხუმელია?თუ იმ ღირსეული ქართველის შვილია უნდა ანსხვავებდეს კეთილგანწყობილ და ბოროტ კრიტიკას. არ მინდა გვარამიას გავდეს.კრიტიკისსამიზნნე ხომ ქართველია ,რომელსჺც შენსავით ცამდე სწორი გონია თავისი აზრი
    .

    იზო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.