გახარიამ ჩვენებაში სამჯერ თქვა, რომ სროლის საჭიროება 20 ივნისს არ იყო – სკანდალური ფაქტები

სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც მან 20 ივნისს ძალოვანი უწყებების მასალებზე დაყრდნობით გააკეთა:

“გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფებოდნენ
პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან.

მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ,
რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა,
თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს.

მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის
ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია,
რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას
დადგენილი არ აქვს.”

“ალია” – როგორც ვხედავთ გახარია ჩვენებაში ამტკიცებს, რომ მას არ გაუცია სროლის ბრძანება, იგივეს ამბობენ მისი მოადგილეებიც, რაც ნიშნავს ერთს:

სროლის საჭიროება არ იყო!

ერთი წამითაც რომ შეეძლოთ იმის დამტკიცება რომ სროლის საჭიროება იყო, რატომ არ გასცემდნენ ბრძანებას?

მეორე დღესვე გაკეთდა ტელევიზიით განცხადებები, ხომ ხედავდით პირდაპირ ეთერში, რა ხდებოდა, პარლამენტის კარებს ამტვრევდნენ და მოვიგერიეთო, სროლა აუცილებლობით იყო გამოწვეულიო…

სროლის აუცილებლობა თუ იდგა და თუ ეს მეც უნდა დამენახა პირდაპირი ეთერიდან – მინისტრმა რატომ ვერ დაინახა სროლის აუცილებლობა და რატომ არ მისცა სამჯერ ზედიზედ თანხმობა სროლის დაწყებაზე?

თუ აცილებელი იყო ცეცხლის გახსნა – რატომ არ გასცა სროლის ბრძანება?

საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რომელიმე პოლიციელს ინდივიდუალურად დაესხა თავს მომიტინგეთა ჯგუფი, არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ აუცილებელი მოგერიების საფუძველი დამტკიცდეს! ჭურვებისა და მეთოფეების ოდენობის მიხედვითაც არ იყო ამის აუცილებლობა. სროლის რამდენიმესაათიანი ხანგრძლივობა და დაშავებულთა რიცხვი კი პირდაპირ მიუთითებს ძალის გადამეტებაზე.

სწორედ, ამიტომ ვერ იტყოდა გახარია ჩვენებაში, რომ მან გასცა სროლის ბრძანება, მიუხედავად იმისა, გასცა ეს ბრძანება, თუ არა, მოატყუეს, თუ არა!

და ამ ყველაფრის შემდეგ, მაშინ, როცა 20-21 ივნისის ღამეს მან, როგორც ჩვენებაში ამბობს, სამჯერ გასცა ბრძანება არ ესროლათ, ანუ, სამჯერ დაადასტურა, რომ სროლის საფუძველი არ არსებობდა – იგი დღესაც გვიმტკიცებს, რომ 20 ივნისს სროლა აუცილებელი იყო.

რას ამბობენ სპეცრაზმელები და რა საუბარია იმ ღამის რაციების ჩანაწერში, ეს შეგიძლიათ იხილოთ, აქ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    აი სწორედ ამაია გახარიას სიდიადე სწორი ტაქტისა თუ რა, როგორ, სად და როდის უნდა თქვას. ამ თვისებების წყალობით გაუმკლავდა ასეთი წარმატებითაც პანდემიას, თორე ხედავთ სამეზობლოში რაც ხდება. რასაც შენ ამ სტატიის ავტორი ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ბრიყვი და ინტრიგანი იდიოტი ხარ. მორჩა. წერტილი. დანარჩენი, რა ჩვენ ვერ ვხედავდით რომ პოლიციელებზე როგორ ძალადობდნენ?! მაგრამ სავარაუდოდ ალბათ შესაძლებელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ცრემლსადენი და წყლის ჭავლის გამოყენებაც. ასე რომ აქაც გახარიას მტრებს ცაუვარდა კოვზი ნაცარში. ხოლო შედეგობრივად მივიღეთ გონიერი, გაწონასწორებული, თავდაჯერებული ძლიერი პრემიერი.

    1. ანონიმური

      ე, სირო. დიადი არა, ღვთაებრიბია 🙂

      1. ანონიმური

        კითხვა არ იცი? სწორი ტაქტისათქოოო! შე მართლა სიროოო! თორე, დიადი, განა ლელინი ძიაა.

  2. ანონიმური

    აბა ეხლა მოეშვით ტაკუნების თამაშს და გახარიას ანტიპიარს

  3. ანონიმური

    ყველაფერი მოხდა კანონის სრული დაცვით და ვერაფერს ვერ მოედავებით

  4. ანონიმური

    ეს სკანდალური ფაქტები დაგესიზმრათ? ალია?

  5. ანონიმური

    გახარიაზე რაც არ უნდა იალარაკოთ მაინც არაფერი გამოგივათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.