“გახარიაზე მაღლა დგანან? – ნახეთ, რა ხდება ამ შენობაში!” – საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი

საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი, იმედა დარსალია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუსთავის მერია კარგად მიდიხართ!! (ვერ გნიშნავთ) გზადაგზა თავზე გადაამხეთ ბიზნესს და რიგით მოქალაქეებს კანონები, არ შეგეშინდეთ კანონი ხომ თქვენ ხართ და ადამიანის უფლება, ბიზნესის უფლება, კონსტიტუცია, ასევე საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ვალდებულება და თვით პრემიერ გახარია -ს გადაწყვეტილებები პანდემიის და საგანგებოს დროს როგორ უნდა მოიქცეთ ბიზნესთან მიმართებაში სახელმწიფო ესეც ფეხქვეშ გათელეთ. გახარიაზე მაღლა ხომ თქვენ დგახართ.

თან ბიზნესსა და თქვენ შორის მოქმედი ხელშეკრელება დაიკიდეთ, არაა პრობლემა, მერე რა რომ უფლებებს არღვევთ მთავარია რუსთავს პატრონი არ ყავს რაც გინდათ აკეთეთ, იცით რომ არავინ მოგკითხავთ.

თვალებში აგაფარებთ სათითაოდ ყველას ამ განკარგულებას და წერილს ვინც ეს დაწერეთ. დიდხანს ჩუმად ვიყავი მეგონა კანონს დაიცავდით ბოლობოლო არცევნები გაქვთ წინ, ჩათვალეთ რომ კანონს დაგამორჩილებთ იძულებით.

მე რომ ქართული ოცნება / Georgian Dream ვიყო აი მაგ შენობაში რა ხდება ჯერ მაგით დავინტერესდებოდი არათუ არჩევნების მოგება.

სასამართლოში შევხვდებით. დანარჩენს და უფრო მთავარს მერე დავწერ ყველაზე საინტერსოს რადგან დიდი ხანია ვითმენ უკანონობებს.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მერე რატომ ითმენს უკანონობას.არ გეშინია დანაშაულის დაფარვისთვის რომ გაგსროკონ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.