“გაჭირვებული ადამიანების გარდა ამას კითხულობს ნეტა ვინმე?” – იცის თუ არა პრემიერმა რამდენი ლარი უნდა იკმაროს ერთმა ადამიანმა?

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“1 – ავიღოთ ოჯახი, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს.

2-დავუშვათ რომ ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახი.

3- არაა რთული დასაშვები, 1 მილიონი სოციალურად დაუცველი გვყავს.

4- ანუ, უხეშად – ყოველი მეოთხე.

5 -თითო სულზე, მაქსიმალური ქულების მიხედვით, ირიცხება თვეში 60 ლარი, მაქსიმალური!

6- 5 წევრი, ანუ 300 ლარი.

7 – დღეში მოიხმარენ 3 პურს, ანუ თვეში 90 ლარი.

8 – გაძვირებული წყლის ტარიფის გამო, იხდიან თვეში 20 ლარს, ანუ ეს 110 ლარი.

9 – ზამთრის დასრულების შემდეგ ( თუ ჩაეტიენ 200კვ და თუ აქვთ ელექტრომომარაგება) იხდიან დენის ფულს, საშუალოდ ავიღოთ ესეც 20 ლარი და მივიღებთ 130 ლარს.

10- გაზის გადასახადი ( თუ აქვთ ასეთი) ესეც დავუშვათ 20 ლარი. ეს 150 ლარი.

11- ეს უსაფუძვლო პიბადე ღია სივრცეში. თუ წესების დაცვით იყიდიან და გამოიყენებენ საათობრივად ( ეს ცალკე თემაა, არაფრისგან იცავს) ესეც 20 ლარი. ანუ 170 ლარი.

12- კარგი, პირბადის ფული გამოვაკლოთ და დავტოვოთ ისევ 150 ლარი.

13 – 150 გავყოთ 5 და გამოგვივიდა 30 ლარი.

14 – ანუ ერთ ადამიანზე, დღეში ერთი ლარი და ეს ყველაფერი უნდა იკმაროს პურის გარდა – კვებაზე, ჰიგიენაზე, ტანსაცმელზე, მგზავრობაზე და ღმერთმა არ ქნას ტკბილეულზეც!

15 – თუ თვე არის 31 დღით, მაშინ დღიური თანხა კიდევ უფრო ცოტაა.

16 -თებერვალში ბევრი რჩებათ, კაცმა არ იცის რაში ხარჯავენ?!

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

თქვენ თვლით რომ ხალხზე ზრუნავთ, როდესაც ერთი წელი მთიანად აჩერებთ ეკონომიკას და მილიარდობით ვალს იღებთ?

ეს რაც ჩამოგითვალეთ, ეს 1 მილიონი, ეკონომიკურ კრიზისამდე გყავდათ, ახლა სათვალავი მაქვს უკვე არეული, რამდენია გაჭირვების ზღვარს მიღმა!”

კომენტარებში წერენ:

“წამლები ( სამმაგად გაძვირებული) არ გაქვს ჩამონათვალში, ასეთი ჯანმრთელები ვართ, თუ : “ლარს ვერაფერს დავაკლებ!”

“თქვენ მაქსიმალური 60ლარი იანგარიშეთ და ახლა 30ლარზეც დაიანგარიშეთ,მე და ჩემს შვილს 30/40 ლარი გვაქვს ანუ 70ლარი სოციალური და 30ლარი კვების ვაუჩერი,როგორც არ უნდა იზოგო ეს თანხა მაინც არანაირად არ გყოფნის”

“მარა გაჭირვებული ადამიანების გარდა ამას კითხულობს ნეტა ვინმე?”

“ალიამ” ვიცით, რომ კითხულობენ, ნამდვილად კითხულობენ, მაგრამ ვერ იგებენ/არ იგებენ, კითხულობენ და რეაგირება არა აქვთ, კითხულობენ და არაფერი იცვლება. იქნება იმიტომ, რომ ჩვენც მხოლოდ ვწერთ და მეტს არაფერს ვაკეთებთ, იქნებ, იმიტომ რომ, არ ვუჩივით ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დარღვევისთვის… ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკვები, ჭერი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, შეძლოს მედიკამენტის ყიდვა, განათლების მიღება… ამ წერილს პრემიერის ფოტოს დავურთავთ, რადგან მთავრობას მიმართავთ დ ზუსტად იცოდეთ, რომ წაიკითხავს – აი, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას როგორ შეძლებს, ერთად ვნახოთ.

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    k l e

  2. ანონიმური

    ერთი ჩვეულებრივი ოჯახი გაგვაღარიბეს, სრულიად შემოსავლის გარეშე დავრჩით.ასეა ჩემ გარშემო უამრავი ნათესავი.რას ფიქრობთ მთავრობა?? ინფექციონისტებო? ვირუსს უნდა გადაგვაყოლოთ?

  3. ანონიმური

    garikas da41s minetebs ar kidiatvin gagaribda? nabichvrebi fa bidzinas klis mcovelebi

  4. ანონიმური

    დაყავით თავზე

  5. ანონიმური

    ცხირებზე არ კიდიათ ამას და დარეკილ ალეკოს!

  6. სოფიო გახარია

    გადასახედია სახელფასო ანაზღაურების საკითხი.იმედი მაქვს უახლოეს ხანში ვგულისხმობ მაქსიმუმ 2 თვეს ეს უნდა გამოსწორდეს.ამის დიდი იმედი მაქვს…

  7. ანონიმური

    არც სოც დაუცველი როცა ხარცსა არც შემოსავალია,არც სახმარება ეა უნდა ვქნა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.