გაძლევ ფულს და გეუბნები, წადი და მომიტანე მანდატი, ფული გადაიხადეს, რომ პარტიულ სიაში ყოფილიყვნენ – ბონდო მძინარაშვილი

„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

“ეს პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ხაფანგი დააგო. მეტსაც გეტყვით, ამ 4 წელიწადში პოლიტიკური პარტიები სულ  ნაწილ-ნაწილ შევლენ პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ პარტიაში არიან დეპუტატების კანდიდატები, რომლებმაც კონკრეტული ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ პარტიულ სიაში ყოფილიყვნენ და ასე იყო ყოველთვის. ის ადამიანი იტყვის: მე ფული გადავიხადე, რომ ვიყიდო მანდატი, შენ ხარ ჩემი გამტარი, მაკლერი ხარ, გაძლევ ფულს და გეუბნები, წადი და მომიტანე ეს მანდატი. შენ მპასუხობ, რომ იცი რა არის, მე კი ავიღე შენგან ფული, მაგრამ ამ მანდატს ვერ მოგიტან, რადგან ჩემი პოლიტიკური მიზნები მაქვსო? მე არ მაინტერესებს ეს, მე ფული გადაგიხადე ჩემთვის მანდატის მოტანაში… ეს ადამიანები, ადრე თუ გვიან მოითხოვენ ამ მანდატებს…

ივანიშვილი მაღალი კლასის მოთამაშეა და ამ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და არა თავის საზიანოდ. ერთადერთი ადამიანი (არ ვგულისხმობ პარტიას, ადამიანი), ვისაც აქვს გეგმა და სცენარი, ბიძინა ივანიშვილია, ყველა დანარჩენი ერთადერთ რამეზე ფიქრობს: სად არის ამ გეგმაში მისი ადგილი და რა როლი ერგება ამ სცენარში.

ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს კლასიკურ პოლიტიკურ ლიდერად აღიქვამენ, შეცდომას უშვებენ – ივანიშვილს ჰქონდა კოალიცია, გახსოვთ მისი ეს განცხადება? – ნახეთ, რა კარგად გამოვიყენე მე ეს ადამიანებიო, თქვა, როცა საუბარი იყო უსუფაშვილზე, ალასანიაზე, სანიკიძეზე და სხვებზე. ახლაც მისთვის ეს ადამიანები – თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე არიან პოლიტიკური მენეჯერები. ივანიშვილისთვის პოლიტიკური პარტნიორები არ ყოფილან არც ალასანია, არც სანიკიძე, არც უსუფაშვილი, თანაბრად არ განიხილავდა. ის სახავს ამოცანას და კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მიმართულებებით, ეს იქნება თალაკვაძე, კობახიძე, გახარია, ღარიბაშვილი თუ გომელაური, ყველა ასრულებს ამოცანას, მაგრამ ისინი არ არიან ივანიშვილის პარტნიორები, ივანიშვილი მათ პარტნიორებად არ აღიქვამს. ახლახან მომზადდა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით სიუჟეტი და საუბარი იყო პიკასოს ნახატზეც, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა, კერძოდ, ეს არის გენიალური ტილო „დორა მარი კატით“, რომელში მან 95 მილიონი დოლარი გადაიხადა. წარმოიდგინეთ, 2012 წლის კოალიციის შექმნა, ამ ნახატზე გამოსახული კატის კუდის ფასი დაუჯდა… დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაუჯდა ამ „პოლიტიკური გიგანტების“ ამბიციების დაკმაყოფილება. იმასაც შეგახსენებთ, რა თქვა მარგველაშვილზე: მხოლოდ მან მითხრა, რომ ანაზღაურება არ სჭირდებოდა, რადგან ინსტიტუტიდან შემოსავალი ჰქონდაო… ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი არის ძალიან დაბალ დონეზე.”

ინტერვიუ ნოემბერშია ჩავწერეთ, დღეს კი საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შედის 4 დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, მათ დატოვეს “პატრიოტთა ალიანსი” და შექმნეს პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული სოციალისტები”.

ირმა ინაშვილმა კი განაცხადა:

“სიის 128-129 წევრმა მიმართა ცესკოს, რომ უფლებამოსილება მათი არ შევიდეს ძალაში და ვინც არ დაწერა განცხადება, ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის საშუალება. ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ.”

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    bondo ra klexar she bidzinas minetoooo

  2. ანონიმური

    ბონდო,კაცი,რომელსაც პარტნიორები არ ჰყავს და ყველას უყურებს,როგორც მონებს,გამოსაყენებელ მასალას,ქონებას,რომელსაც იყიდის ან გადაყიდის,არის ივანიშვილი.ამ კაცს პოლიტიკური მომავალი ექნება ძალიან მწარე და ბნელი.და ქვეყანას კიდე,რომელიც ამ კაცის ხუშტურებსა და ახირებებზე ჰკიდია,არის განწირული.მალე საქართველოში მარტო პენსიონერები დარჩებიან,ბიუჯეტის შემვსები მონები აღარ ეყოლება ამ ქურდ მთავრობას და დაიშლებიან თავისით,აბა მოსახვეჭი აღარაფერი ექნებათ და…თუ.ამ რეალობას რამე საპირწონე არ დაუდგა წინ,რაღა მე და რაღა კაკულია.აღდგომა და ხვალეო.

  3. ანონიმური

    ქვეყანა რომ ვითარდებოდეს,აიტანდა კაცი ფეოდალურ წყობას,ჯანდაბას,მაგრამ ხალხი რომ მარტო საჭმელს ეძებს და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს,შემზარავი რეალობაა.

  4. ანონიმური

    saxeze da saxeze etkoba ra klea

  5. ანონიმური

    amis sifats rom vxedav vxvdebi rogori ar unda iyos adamiani, arada bizinaze lamazia

  6. ანონიმური

    ამის სიფათის ყურებას რა არ ჯობია, ვაზელინის მომხმარებელი, ბონდოია, წადი რა გაიარე, ბიძო გელოდებათ…..

  7. ანონიმური

    ბონდო შენც ჩვეულებრივი ყლე ხარ.

  8. Anoniiim

    ….ბონდო ვინაა ჩემზე უკეთ არავინ იცის….მაგრამ რასაც ამბობს მართალია და რა გინდა ქნაა…. ასე რომ ქოცნაც ჟურნალისტებ ტელევიზიებით ბანკებით აფთიაქებით მიკროსაფინანსოებით კაზინოტოტალიზატორებით დედა გაქვთ მოსატყნავიი…ხალხის ასე გაუბედურებისათვის და დაბეჩავებისთვის …. კაცი კაცს არ გავს და ქალი ქალს …. დაასათითაოეს ქართველი ერი და სეთურის მონებს დაამსგავსეს… უფალმა ადამიანად შეგქმნათ ვის ემონებით მიშას და ბიძოს???…და უფალს ადიდებთ ან დროს ???….დედა გაქვთ მოსატყნავი და კი გიტყნავენ ორ ხმაში მიხო და ბიძოოო…გამოფხიზლდი ეროო გამოფხიზლდით ქართველებო თორემ არც ქართველი დარჩება აქ ვინმე და არც საქართველოს ერქმევა მალე საქართველოო ……

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.