“გაქცევა 2” – მამაკაცი, რომელიც სასამართლოდან გაიპარა, პოლიციასაც გაექცა

ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ექ­ცათ, ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის” გახ­და ცნო­ბი­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ორ­ჯერ გა­ექ­ცათ. ერთხელ, როცა ის ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს და მე­ო­რედ, მას შემ­დეგ, რაც მას მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო. პირ­ვე­ლი – სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს გუ­ლის­ხმობს და მე­ო­რე – სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 379-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც ბრალ­დე­ბუ­ლის/მსჯავ­რდე­ბუ­ლის გაქ­ცე­ვას გუ­ლის­ხმობს და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 3-დან 6 წლამ­დე.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ოდესმე პარლამენტში დაიკავებს ღირსეულ ადგილს! ვივა საქართველო!

  2. Kote

    Akacic ega kofila da kudis magas xurebia,

  3. ანონიმური

    6🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣👍

  4. ანონიმური

    kotejan magari mtavroba rogkavs magis bralia

  5. Kote

    Xoda aseti mtavroba unda movisrolot ert adgilas.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.