” გარკვეულწილად, წესიერი ხალხიც შეყავთ შეცდომაში”-თამარ ჩერგოლეიშვილი NDI-ს კვლევაზე

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში NDI-ის კვლევას ეხმაურება.

“კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის ცდომილებაზე საუბრობენ იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების დისკრედიტაცია მოახდინონ და გარკვეულწილად, წესიერი ხალხიც შეყავთ შეცდომაში. კვლევა არ იძლევა ინფორმაციას არჩევნების შედეგებზე. კვლევა იძლევა ინფორმაციას იმ მომენტისთვის არსებულ განწყობებზე – რომელზეც, შემდეგ შეგიძლია არჩევნების შედეგების პროგნოზი ააგო. კვლევის კითხვისას არ უნდა დაგავიწყდეთ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ის ამომრჩეველი, რომელიც პასუხს მალავს.

“უარი პასუხზე” და “არ ვიცი”, “არცერთი პარტია” დააჯამეთ და ცდომილებაც ეგაა. ამ კვლევაშიც 40 პროცენტი ამბობს უარს, ან არ იცის, ან არცერთი პარტია არ მოსწონს. მხოლოდ 60 პროცენტია მეტნაკლებად ჩამოყალიბებული. ამ 60 ჩამოყალიბებულიდან:

ა) 24 პროცენტი ოცნების და მისი სატელიტი ირმებისაა.

ბ) 36 პროცენტი ოპოზიციის (ერთი მესამედია ნაცმოძრაობა, დანარჩენი – სხვები).

ჩვენ არ ვიცით სად წავა ის 40 პროცენტი რომლისგანაც პასუხი არ გვაქვს კითხვაზე – ვის მისცემდა ხმას.

ესაა შედეგთან ცდომილებაც, რომელიც კითხვისას უნდა გაითვალისწინოთ და ცდომილებაც აღარ იქნება”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ძალიან არის აცდენილი რეალობას მაგ კვლევების შედეგები

  2. ანონიმური

    ეს კვლევები ემსახურება ნაციონალების იდეოლოგიას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.