“გარეთ გავიდა – ესაა კარანტინი? სად იყო პერსონალი?” – „ლეგასიდან“ გადამხტარი კაცის მეუღლე

ბათუმში, საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მეუღლე სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და სათვალთვალო კამერების ამოღებას მოითხოვს.

„მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა და დეპრესიული პრობლემები არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი, ბავშვი როგორ არის, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო. სასტუმრო „ლეგასის“ ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის.

როგორ შეიძლება, ადამიანი კარანტინში მოხვდა, საკარანტინო პერიოდის პირველი დღეა და ყურადღება არ მიაქციონ. ან გარეთ თუ გავიდა, პერსონალი სად არის, ვინც კონტროლზეა პასუხისმგებელი? კარანტინი რატომ არის მაშინ, თუ სამი-ოთხი ადამიანი ერთადაა და საუბარს მართავენ, მაშინ ეს ჯანდაცვის სამინისტროს დიდი შეცდომა ყოფილა“, – ამბობს დაშავებულის მეუღლე „მთავართან“ აუბრისას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მკვლელები

  2. ანონიმური

    შე სირ ქზლა,კარანტინი ციხეს არ ნიშნავს და ვერც ვერავის ვერსად ვერ ჩაკეტავენ,ამის უფლება არავის აქვს.თქვენისთანებს სასტუმროში კი არა,სადმე დიდ ორმოში უნდა ყრიდნენ კარანტინის პერიოდში,საზოგადოებიდან უნდა იყვნენ იზორილებულები და შეგნება უნდა ქონდეთ,რაც საერთოდ არ გაგაჩნიათ,გვარამიას მწოველები.

  3. სიმართლე

    შემოაკლდა ბალახი და გააფრინა.

  4. ანონიმური

    როგორ 27 წლის კაცს მცველი უნდა ადგეს თავზე? რა უტვინო დედაკაცი ხარ,ოღონდ სხვა დაადანაშაულოთ თქვენს უტვინობაზე, ყველა დამნაშავე როგორ ცამდე მართლები არია.

  5. ანონიმური

    პერსონალი პერსონალია და არა დაცვა ან დარაჯი

  6. ანონიმური

    ეს ქალი ვერ არის ხო კარგად დალაგებული?! ხო ეხლა კიდე სათითაოდ ადამიანს დაცვას დაუყენებნ კიდე რა და მოსამსახურეებიც ხო არ უნდა თ კიდე?!

    1. თბილისელი

      10000% სიმართლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.