გარდაცვლილს ბოლო PSR ტესტით, ვირუსი აღარ ჰქონდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ მამაკაცთან ბოლო PCR ტესტის შედეგმა უარყოფითი ჰქონდა.

მისივე თქმით პაციენტს სხვა დაავადებებთან ერთად ჰქონდა ინსულტი, რომელიც კვლევებით თავდაპირველად არ ჩანდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები – სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი.

გარდაცვლილ პაციენტს ბოლო ტესტი 24 მაისს ცაუტარდა. ყველაზე მძიმე პაციენტი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელზეც ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობდი”- განაცხადა ლევან გოფოძემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.