გარანტ მოტორსი – ევროპული სტანდარტების მქონე ავტოსერვისი

გარანტ მოტორსი არის ევროპული სტანდარტების მქონე ავტო სერვისი ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია მაღალხარისხიანი ავტო მომსახურების გაწევაზე ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან, გარანტ მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს, როგორებიცაა:

ფარების გასწორება


ფარების გასწორება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოში კანონის თანახმად ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს ტექნიკური დათვალიერება. გარანტ მოტორსში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება და თავიდან აირიდოთ ის საფრთხე, რაც შესაძლოა ღამე გადაადგილებას მოყვეს.

ძრავის შეკეთება


მანქანის სიცოცხლისუნარიანობას მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ძრავი განაპირობებს. მისი შეკეთება ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურაა და აუცილებელია ეს საქმე გამოცდილ პროფესიონალებს მივანდოთ. ამიტომ, თუ ავტომობილის ძრავს ამჩნევთ რაიმე პრობლემას, აუცილებლად მიმართეთ სანდო ავტოსერვისს.

სათუნუქე სამუშაოები

ავტომობილის ზედაპირი შესაძლოა დაზიანდეს ავტოსაგზაო შემთხვევის ან რაიმე საგნის ფიზიკური შეხებისას. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში გარანტ მოტორსის ხელოსნები უზრუნველყოფენ ავტომობილის იერსახის დაბრუნებას. ამისათვის საჭიროა შედუღებითი და შეღებვითი სამუშაოების ჩატარება.

სავალი ნაწილების შეკეთება

ავტომობილის მდგრადობა განპირობებულია მისი დაკიდების სისტემით. გადაადგილებისას მანქანის სავალ ნაწილებს დიდი დატვირთვა აქვთ, ამიტომ მათი შეკეთება ხშირად არის ხოლმე საჭირო. გარანტ მოტორსის ხელოსნებს აქვთ საჭირო გამოცდილება და აღჭურვილობა იმისათვის, რომ გააკეთონ სწორი დიაგნოსტირება და შეაკეთონ სავალი ნაწილები.

გარანტ მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს ბევრ სხვა ავტოსერვისს, როგორიც არის ფარების გაპრიალება, ავტომობილის შეღებვა და ა.შ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.garantmotors.ge

(R)

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.