“გარანტირებული არაფერია” – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ვაქცინაზე

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ ტიკარაძის უწყებას ტყუილში ამხილა – რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტირის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გარანტირებული არაფერი არ არის:.

“საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა რომლის განაცხადსაც განიხილავენ. რა თქმა უნდა გარანტირებული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი განაცხადი იქნება განხილული და უკვე თებერვლის დასაწყისში გვექნება პასუხი რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე “ფაიზერის” ვაქცინას” – ამბობს გაბუნია.

არადა, კითხვა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ასე დაისვა – რატომ არ გააგზავნა ქვეყანამ განაცხადი “ფაიზერში”, მაშინ, როცა ამბობს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანას აპირებს?

თორემ, როცა გააგზავნიან, თუ გააგზავნიან, განიხილავს “ფაიზერი” და პასუხსაც დაუბრუნებს, კი!

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ექიმების შემდეგ, ვაქცინაციის გეგმა საქართველოში ამერიკის ელჩმაც მოითხოვა, იქამდე მივიდა საქმე – თუმცა, სამინისტრო მაინც არ აქვეყნებს ამ გეგმას.

“ალია” შეგახსენებთ, გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელიმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ “ფაიზერს” საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია და ეს ყველაფერი ტყუილია” – მისივე თქმით, ტყუილი იყო გავრცელებული ინფორმაცია”კოვაქსის” პლატფორმის შესახებაც, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის. გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მან “ფაიზერსაც” და “კოვაქსაც” მიწერა და მათ მიერ გამოგზავნილი, ოფიციალური პასუხები აქვს ხელთ.

ცნობისთვის, ტიკარაძემ 12 იანვარს, ამერიკის ელჩთან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    გასაგებია, გარანტირებული არაფერი არ არის, თქვე დედა აფეთქებულებო, აგერ ნინო ანანიაშვილს ხელმოწერილი კონტრაქტი გაუუქმეს, რომელიც უკვე უმოკლეს დროში უნდა ამოქმედებულიყო…თქვენ კი, თქვე ცრუქაქუნებო, ისეთი უსერიოზულესი საკითხი, რომელზედაც ჩამოკიდებულია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური არსებობა და რომელი საკითხიც ჩანასახშიდაც არ არსებობდა, როგორც დაწყებული ისე დააბოლეთ მთელ ქვეყანას…თქვე ეშმაკების გროვავ, თქვენა!!!

  2. ანონიმური

    მაგრად თამაშობთ ხალხის ნერვებზე.შეიგნეთ ადამიანები ბოლო კაპიკებს ხარჯავენ და უნდა ვიცოდეთ, რა გველის და როდემდე.რას მკითხაობთ და ზოზინობთ???

  3. ანონიმური

    ამერიკის ელჩს ვინ ჰკითხავს ვაქცინაციას საქართველოში,რაში ჰყოფს ცხვირს?

  4. ანონიმური

    100 % იანი ცხოვრებაში არაფერი არ არსებობს

  5. ანონიმური

    ყველაფერს სალააპრაკოს როგორ იხდით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.