გაოცებული გივიკოს კითხვები მთავრობას – 7 კითხვა და არც ერთი პასუხი

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“გივიკოც გაოცებულია და ვერაფერი გაიგო პირბადეების ტარების რა წესები შემოაქვთ ოხანაშვილის ავტორობით
კითხვები აქვს და ვერ ვუხსნი:


1 კაფე- ბარში ან რესტორანში რომელთაც მისცეს უფლება იმუშაონ პირბადით უნდა მიირთვან თუ არა?


2 თუ ნებისმიერ დახურულ საჯარო სივრცეში აჯარიმებ მოქალაქეს პირბადის გარეშე რას ნიშნავს რომ ეს არ ეხებათ პარლამენტის წევრებს?


3 რატომ არ წერია პროექტში გამონაკლისები -ვინ შეიძლება არ ატაროს?


4 რატომ უნდა დააპატიმრო ადამიანი კარანტინის წესის დაუცველობის გამო, მაშინ როცა შეიძლება მსუბუქი დარღვევისთვის გამოიყენო ალტერნატიული სასჯელი ?


5 რატომ არ იყენებენ გაფრთხილების მექანიზმს რაც უკვე არსებობს ეს ადმინისტრაციულ კოდექსში სხვა ტიპის დარღვევებზე?


6 რატომ არ არის მითითებული პროექტში, რომ ეს ეხება პანდემიის პერიოდს ? (სხვაგვარად იკითხება რომ სულ პირბადით უნდა იარონ ადამიანებმა ვიდრე ეს ვირუსი არსებობს დედამიწაზე . თან გვეუბნებიან რომ არსად არ გაქრება)


7 არის კი პირბადეების მარაგი და შეუძლია გაჭირვებულ ოჯახს დღეში რამდენიმე ათეული პირბადე იყიდოს?


გავაგრძელო??? უამრავი კითხვაა და გაოცებულ გივიკოს ვერ ვპასუხობ იმდენად მოუმზადებელი და უთავბოლო, რეპრესიული კანონპროექტი გამოიტანა ოხანაშვილმა 

პ.ს ამ ყველაფრის აღქმა მძიმეა იუმორთან თუ არ გაზავდა”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მე რა შუაში ვარ? —– ეს კითხვა არ დაგისვა გივიკომ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.