“განზრახ მკვლელობა პირველი ვერსიაა… ხელს აფარებენ…”

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ TV იმედის ეთერში ფეხბურთელის საქმეზე ისაუბრა.

“მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ იძახდნენ, აქამდე გამოძიება ბოლოში იქნებოდა გაყვანილი. მთელი ამ გამოძიების პრობლემა არის ის, რომ ვერ ვიგებთ სიმართლეს მოწმეების და ბრალდებულების ჩვენებების გამო, ვინც არაფერს იძახის, შესაძლოა, თავის თავს აფარებს ხელს, შესაძლოა, ნაცნობს და მეგობარს აფარებს ხელს”

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, “პირველი ვერსია არის განზრახ მკვლელობა, შემდეგია სხვა ვერსიები”.

“კომპლექსურად უნდა მოვიდეს ყველაფერი, მანდ ერთ კითხვაზე პასუხი რომ იყოს, ვთქვათ, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არ არის, ეს რას სცემს პასუხს საერთოდ? თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. არაფრის გამორიცხვა ამით არ ხდება. ასე რომ, რა პასუხიც არ უნდა მოვიდეს დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, ძალაში რჩება ერთერთ სერიოზულ და ძირითად ვერსიად განზრახ მკვლელობა, ამაზე ორი აზრი არ არის. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, რომ განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსია არის ეგ, შემდეგია სხვა ვერსიები”

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.