გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნავენ? – შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილთან

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

აუდიეციის ამსახველი ფოტო “ტვ. პირველმა” გაავრცელა, რის შემდეგაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად სწორედ გამყრელიძეს განიხილავ, რადგან ამირან გამყრელიძის პოპულარობა ეკატერინე ტიკარაძის რეიტინგს ბევრად აღემატება.
შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი. მისი თქმით, აუდიენციას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია და ის “მეგობარს” სამედიცინო თემაზე შეხვდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.