გამონაყარი ფეხის ტერფებზე ძირითადად ბავშვებში ვლინდება – CoViD-19-ის ახალი სიმპტომი?!

იტალიელი და ესპანელი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ფეხის ტერფებზე კანის დაზიანება შესაძლოა კოვიდინფიცირების ახალი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ეს ვერსია პირველად  ესპანეთის ორთოპედების საბჭომ გააჟღერა.

საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში მრავალი შემთხვევა მოჰყავთ მაგალითად, როცა ინფიცირებულებს ტერფებზე ჩალურჯებები, ან წითელი ქარის მსგავსი გამონაყარი შენიშნეს.

ამ ქვეყნებში მედიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი ლაქები უფრო ხშირად ბავშვებს უჩნდებათ.

ანალოგიური აღმოჩენა დროში დაემთხვა იტალიაშიც. ექიმი ბარიდან მაცოტა ტროკოლი წერს, რომ გამონაყარი ფეხზე ყოველ მეხუთე პაციენტში შეინიშნება.

„თუ მომავალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ეს Covid-19-ის კლინიკური ნიშანია, შესაძლებელი გახდება ბავშვებში ინფექციის აღმოჩენა საწყის სტადიაზე, რომლებსაც სხვების დაინფიცირება შეუძლიათ“ – წერს მედიკოსი.

,,პრაიმტაიმი”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.