„გამოვიჩინეთ თავხედობა, სითამამე და ჯანმოს ინსტრუქციიდან ამოვიღეთ ტემპერატურის ცნება“

ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა, – ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტრირებულია.

„ამას თუ გულისხმობდა ავტორი, ყოველთვის იქნება ვიღაც უსიმპტომო, მსუბუქი ფორმით, რომელიც არ დიაგნოსტირდება, მაგრამ ის სხვა რამეს გულისხმობს. ის გულისხმობს, რომ ჩვენთან რეალურად არ ხდება სწორი პროტოკოლით დიაგნოსტირება და ხდება დაფარვა. ანუ ჩვენ გვადარებს იმ ქვეყნებს, არ მინდა, ჩამოვთვალო ეს ქვეყნები, პოლიტიკური გართულებები არ გამოვიწვიო. ხვდებით თქვენ, რომელი ქვეყნებია ეს, რომელსაც ჯანმო უბრალოდ არ ენდობა, მათ რიცხვებს არ მიიჩნევს მისაღებად, რადგან ისინი ან ტყუიან, ან ვერ აკეთებენ ტესტებს. ჩვენ რომელს ვშვებით, ვტყუით თუ ვერ ვაკეთებთ ტესტებს? ვერ ვაკეთებთ ტესტებს, გამორიცხულია, რადგან მეოთხე ქვეყანა ვიყავით ევროპაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ლუგარის ლაბორატორიას მისცა ყველაზე უკეთესი ტესტები და შემდეგ ლუგარმა ჩვენ მოგვცა. ჩვენც ვაკეთებთ ახლა ამას, ჩვენ და ლუგარი და არ მახსოვს ჯერ ერთი შეცდომაც კი. მერე ხომ გამოვლინდება, ის შეცდომა, ხომ თავს იჩენს, ასე არ არის, შენ რომ შეგეშალოს, ის მერე თავს იჩენს, დამძიმდება, ან რაღაც მოხდება, ან სხვაგან გაიკეთებს ტესტს და გამოვლინდება. ერთი შეცდომა არ მომხდარა, თან ორჯერ, სამჯერ ვამოწმებთ. მაინც ახალი დაავადებაა და წყვილში ვდგამთ, ტრიპლში ვდგამთ, ფულს არ ვზოგავთ, რადგან ეს ვერდიქტია პაციენტისთვის, განსაკუთრებით მორალური ვერდიქტი, თორემ, ეს არ არის სასიცოცხლო ვერდიქტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ტესტები ცუდი პროტოკოლით კეთდება.

„ცუდად აკეთებენ, გამორიცხულია. ცუდი პროტოკოლი რას ჰქვია. ყველა, ვინც კი არის, თუ პროტოკოლში იმას გულისხმობს, რა კონტინგენტს ვუკეთებთ, ამაზე ზუსტი პროტოკოლი არ შეიძლება. ვუკეთებთ ყველას, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომატიკა – ტემპერატურის მომატება, ხველა და ა.შ. უფრო მეტიც, პირადად ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამირანისა და პაატას ინიციატივით, გამოვიჩინეთ თავხედობა, სითამამე და ჯანმოს ინსტრუქციიდან ამოვიღეთ ტემპერატურის ცნება. იქ წერია, რომ შესაძლო შემთხვევად რომ ჩათვალონ, 38 და მეტი ტემპერატურა უნდა გქონდეს, ამან დაღუპა იტალია და ჩვენ რომ ეს ამოვიღეთ, ამით დაბალსიმპტომიანი და დაბალტემპერატურიანი ხალხი გამოვავლინეთ. იმ 91 კაციდან ჯანმოს კრიტერიუმი – 38 და მეტი ჰქონდა მხოლოდ ერთ მესამედს, ორი მესამედი გაგვეპარებოდა. რას ჰქვია ცუდი პროტოკოლი, ყველაზე კარგი პროტოკოლით ვაკეთებთ. პლუს, ვისაც ჰქონდა შეხება უცხოეთთან ან იყო უცხოეთში, ან სტუმრად ჰყავდა უცხოელი, ან შეხება ჰქონდა კონტაქტთან, ყველას ვიკვლევთ. ეს არის მთავარი. თუ მასობრივ გამოკვლევას არ ჩათვლი,  ეს არის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გაკეთებული ანალიზი რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება, ამდენად, დამალვა გამორიცხულია.

„ის, ვინც იცის, როგორ კეთდება ეს, ანალიზი რომ კეთდება, რამდენ ადგილზე ფიქსირდება. მაშინ სახელმწიფო მაფია უნდა შექმნა, რომ ეს დამალო. შემთხვევები გაიზრდება, რა თქმა უნდა, დავუშვათ არის ორჯერ მეტი, საქართველოში მაინც ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, გაამრავლეთ ეს ყველაფერი, 90 გაამრავლეთ ორზე, იქნება 180. 0 სიკვდილი გაამრავლეთ ორზე, მაინც 0 იქნება და საქართველო ისევ დარჩება ყველაზე უკეთესად ევროპაში. არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

1tv.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო თენგიზ,და ყველა სტერეოტიპის დანგრევას კორონავირუსთან დაკავშირებით,მალე ისეთი სისტემა გეპოვოთ,რაც ანადგურებს ვირუსს და იმუნიტეტს ამყარებს ❤

  2. ანონიმური

    ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ ყველანი ექიმები.გვარამიას და მის ბანდას ტელევიზიაში და მის გარეთ შესცეს მთელმა დაინფიცირებულმე კაცებმაც და ჯამრთელებმაც.მოგიტყანთ სიმართლე თქვე ვაი ჯურნალისტებო.

  3. ანონიმური

    გვარამიას კეთილები მოვტყან!

  4. ანონიმური

    წარმატებებს გისურვებთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.