“გამოაშკარავდება ფაქტები, რომლებზეც უარესი რეაქცია ექნება ხალხს, ვიდრე “ციხის კადრებზე!!!” – “ოცნება ხელისუფლებას ემშვიდობება”

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.


– ბატონო დავით, „ქართულმა ოცნებამ“  თავისი 30 მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა. ხალხი ფიქრობდა, ახალი  სახეების შეყვანას შეეცდებიან პარლამენტშიო და ახალი კი არა, გადამჟავებული, მობეზრებული პოლიტიკოსები დაასახელეს უმეტესწილად. ბიძინა ივანიშვილმა ხალხს გადმოუყარა პოლიტიკური ნაგავი და ეუბნება, ეს ნაგავი პოლიტიკოსები დეპუტატებად აირჩიეთო. ამ დროს ხალხი ჩუმად არის.


 – მაგას ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ჩუმად არის. ხალხმა დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ სათქმელი აღარაფერი აქვს. თუ რაიმეს თქვა შეიძლებოდა, თუ რაიმეს დაპირება შეიძლებოდა ამ 8 წლის განმავლობაში, ყველაფერი თქვეს, ყველაფერს დაპირდნენ ხალხს და აქედან რა შეუსრულეს, კარგად მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, მათ პრაქტიკულად ადამიანური რესურსი აღარ გააჩნიათ. ამ მაჟორიტართა სიაში, ზოგიერთები იძულების წესით ჩართეს, იმიტომ რომ რაღაც ვალდებულებები გააჩნიათ. რეალურად, თუ შევხედავთ, არც თამამი დაპირებები აქვს „ქართულ ოცნებას“, როგორც აქამდე იყო. პროპორციული სიის წარდგენა რომ იქნება, მაშინ რაღაცას გამოგვიცხადებენ, ფულით ნაყიდი რამდენიმე ახალი სახით „გაგვაოცებენ“.

აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ემშვიდობება. მიუხედავად პარტიის ლიდერების ოპტიმისტური განცხადებებისა, მიუხედავად კვლევების გაყალბებისა, რაშიც დიდოსტატები არიან, აღარაფერი უშველით. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გამოგვიცხადეს, 52% აქვს რეიტინგი ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატსო და მეორე ტურში ძლივს მოაგებინეს. ახლახან წამოსცდა კობახიძეს, 45% გვაქვს პარტიული რეიტინგიო და მყისვე გამოასწორებინეს შეცდომა, მეორე დღეს თქვა,  60% გვაქვსო. 15%–იან ცდომილებას ხომ  თავადვე უშვებენ მუდამ. 45%–ს 15% რომ გამოვაკლოთ, 30% რჩება. ახლა 60%–ს  იმიტომ იძახიან, რომ ის 45–40 პროცენტიანი ზღვარი, რომელის გადალახვაც  მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ვითომ ეჭვქვეშ არ დააყენონ. ცხადია, ეცდებიან არჩევნების გაყალბებას და დაახლოებით ამ პროცენტის დაწერას სათავისოდ. თუმცა, ეს არ გაუვათ. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონია, ხალხს უნდა რადიკალური ცვლილებები, რომელსაც ვერც „ქართული ოცნება“ სთავაზობს, ვერც მისი წინამორბედი, „ნაცმოძრაობა“. ეგენი ერთმანეთს ამხნევებენ და უნდათ, რომ აქცენტი მუდმივად ამ ორ ძალაზე იყოს გადატანილი, ხალხი მხოლოდ მათ ჭიდილს უყურებდეს და სხვა პოლიტიკურ ძალებს ამასობაში ყურადღება არ მიიქციოს, სხვას არ უსმინოს.

თუმცა, ხალხს მობეზრდა ეს დადგმული სპექტაკლები,  მათი ვითომ  ჭიდილი და  ნელ–ნელა ფხიზლდება, კვეთს თავის სიმპათიებს სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ. ერთ–ერთი ასეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ძალა იქნება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“. ჩვენ აბსოლუტურად სხვა განწყობით ვართ, ძალიან რადიკალური პოზიცია გვიკავია და არ ვაპირებთ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. პირდაპირ ვიძახით, რომ ჩვენი დევიზია „ტრიბუნიდან ტრიბუნალამდე“. ამ 30 წლიან  მძარცველობას, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება, ბოლო უნდა მოეღოს და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა აღდგეს ის სამართალი, რომელის გულისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობასთან ერთად. უნდა დაისაჯონ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც ამ ქვეყანას და ხალხს რაიმე დაუშავა. ვინც ძარცვა ეს ქვეყანა და ათასი უბედურება ჩაიდინა. ჩვენ რატომ არ მოგვწონდა ძველი ცხოვრება? იმიტომ რომ არ ვიყავით დამოუკიდებლები.

გვინდოდა თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არათუ თავისუფალი სამყაროს, უბრალოდ, ნორმალური ადამიანების რიცხვიდანაც კი ამოშალეს. ვისაც შეეძლო,  ამ ქვეყნიდან  ყველა გაიქცა. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო იცვლება ქვეყანა მოსახლეობისგან, ვიდრე იმ საბედისწერო, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისას. ნახეთ, რამხელა ციფრზეა ასული ელიმინაციის პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა. 75 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული პროგრამაში. „ცე“ ჰეპატიტით სხვა და სხვა მიზეზით ავადდება ადამიანი, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ამ პროგრამაში ჩასმული ადამიანების 80–85 პროცენტი ნარკომანობის  გამო დაავადდა?  ვინც არ ისარგებლა ჯერ ამ პროგრამით? ვისაც ეს დაავადება აქვს და ჯერ არ იცის? ვინც რიგში დგას? ესეც მიათვალეთ. ნარკომანიამ წაგვართვა ათეულ ათასობით ახალგაზრდა, სხვა დაავადებები კიდევ ცალკე მძლავრობს. ერი დაავადებულია, ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. ეს არის მიზანმიმართული გენოციდი ერისა.  

ფაქტია, რომ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ქვეყანაში მედიკამენტია. ახალგაზრდები, რომლებიც დოვლათს უნდა  ქმნიდნენ ქვეყანაში, სახელმწიფოს ტვირთად აწვანან. აღარ ვლაპარაკობ სოციალურად დაუცველებზე.  ვინც შესძლო, გაიქცა და თავს უშველა. ეს არის ქვეყნის პოლიტიკა? ეს ის არის, რასაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ პირდებოდა ხალხს? რას ამბობდნენ მაშინ  ბიძინა ივანიშვილი, სხვა ლიდერები, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან? მაგარ ქვეყანას ავაშენებთო, ხალხს უცხოეთიდან დავაბრუნებთო, შესაშური ქვეყანა იქნებაო. ამას და კიდევ სხვა დაპირებებს მისცა ხალხმა ხმა მაშინ და არა იმას, რომ თვითმფრინავის  იაფ ბილეთს მოგცემთ და ამ ქვეყნიდან წადითო. ეთქვათ ეს 2012 წელს და ვინ მისცემდა ხმას, მაგას ვნახავდით.


– თქვენ ბრძანეთ, რომ „ციხის კადრებზე“ უარესს უნდა ველოდოთო. კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბრძანეთ ეს?


– მე ვთქვი,რომ აი, ასეთი მიჩქმალვები ჩადენილ დანაშაულებებთან  დაკავშირებით, რასაც საგამოძიებო ორგანოები აკეთებენ, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით, ქვეყანას მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ გამოაშკარავდება ფაქტები, რომლებზეც უარესი რეაქცია ექნება ხალხს, ვიდრე  “ციხის კადრებზე“. აღმაშფოთებელია, როდესაც ჩვენ გამწარებული მშობლების ხმას ვისმენთ ტელევიზიით, როდესაც მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჟურნალისტისთვის ხმის მიწვდენა და სიმართლის თქვა. დაეკარგა ხალხს საგამოძიები ინსტიტუტების მიმართ ნდობა. რატომ უნდა იძახდეს შვილმკვდარი, გამწარებული მშობელი, რომ არ ვენდობი გამოძიებასო?!

უსაფუძვლოდ ხომ არ ამბობს ამას, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს და ამის დანახვა არ უნდა ხელისუფლებას. გამოდიან მერე და ამუნათებენ ამ მშობლებს, მავანნი პოლიტიკურად იყენებენო. რას ნიშნავს პოლიტიკურად იყენებენ? ჩვენ ვხედავთ, რომ აბსურდამდე მიდის  ყველა ასეთი, გახმაურებული  გამოძიება. თუ სადღაც ვიღაცის გვარი გაიელვებს, თუ რომელიმე საქმეში ხელისუფლების გავლენიან  წარმომადგენლის ინტერესი გამოიკვეთა, ისე იძიებენ საქმეებს, რომ  იმას არ ჰქვია გამოძიება. ჟურნალისტები რომ არა, ყველაფერი მიჩქმალული იქნებოდა. ამიტომ ვიძახი, რომ თქვენი მეშვეობით ხდება სიმართლის გარღვევა. არ უნდა აიძულო ადამიანი, რომ ჟურნალისტთან წავიდეს, შესჩივლოს, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, ან სხვა სახის დანაშაულს არ იძიებენ და დამეხმარეთო. მერე ამან უკვე სისტემატური საქმე მიიღო. როგორ შეიძლება, ოთხი დღე ბავშვი ვერ იპოვნო, შაქარაშვილზე ვსაუბრობ და მერე დანაშაულის სავარაუდო ადგილი გადაიწვა, მტკიცებულებები ვიდრე არ გააქრეს ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან მოწმეებმა, მართლა არ ამოიღო გამოძიებამ. მერე პროკურატურა კითხვებს უგზავნის პოლიციას, ამა და ამ მოწმეს ესა და ეს კითხეთო. საბავშვო ბაღია? პოლიციამ მოწმეები სრულყოფილად ვერ უნდა დაკითხოს? კითხვებს აჩენს ექსპერტიზის პასუხები და მეტი რაღა უნდა მოხდეს ერთ საქმეში, რომ გამოძიების მიმართ ნდობა დაკარგო?

მერე ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება. გარდაცვლილი ადამიანებისა და მათი  ჭირისუფლების დისკრედიტაცია ხდება ხელისუფლების,  „ქართული ოცნების“ მომხრეების მხრივ სოციალურ ქსელში, მის მიერ კონტროლირებადი მედიით. იქ თურმე ფსიქოლოგთან დადიოდა ის 23  წლის გოგო რომ დაიღუპა, ბაჩალიაშვილი, თურმე მანქანაში რაღაც  წამლები უპოვნეს და მიანიშნებენ, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა.

მერე უკვე დასკვნას აკეთებენ, რომ თავი მოიკლა, რათა პოლიციის, გამოძიების უუნარობა მიჩქმალონ, გადაფარონ.  ქვეყანა დასტრესილია, გადახედონ ერთი,  ვინ რას მოიხმარს. ყველას არ აქვს ძლიერი ფსიქიკა. ახალგაზრდები უმძიმესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან  უმძიმესი სოციალური ვითარების გამო. ერთი ახალგაზრდა მუშაობს ოჯახში და არჩენს დედ–მამას, მცირეწლოვან ძმას თუ დას საკუთარ თავს თავისთავად და ამდენი სული აწევს კისერზე. მერე კრედიტები აქვს გადასახდელი, ოჯახის წევრი თუ ავად გახდა, მტერს და ამხელა ტვირთს ყველა იოლად ვერ უძლებს. დიდი ამბავი, თუ ახალგაზრდას ფსიქოლოგი  და წამალი  დასჭირდა.


 –  კი, დაღუპულთა  დისკრედიტაციის მცდელობა აშკარაა. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ აქტიურად  დაიწყო ეს პროცესი, ტერორისტად რომ გამოგვიცხადეს. მერე დათუნა სარალიძე მოკლეს და  ჩხუბი უყვარდაო, უსირცხვილოდ აცხადებდნენ. ახლა ამ  გარდაცვლილ ბავშვს, თამარ ბაჩალიაშვილს მისდგნენ.


 – კი, სამწუხაროდ, მიცვალებულების დისკრედიტაცია ხდება და ეს არის გამაღიზიანებელი.  ადამიანს რომ მოკლავენ თუ გარდაიცვლება , თურმე დამნაშავე თვითონ არის და ლამის მადლობა გადაუხადონ მკვლელებს და დამნაშავეებს, რომ ასეთი ხორცმეტები მოაშორეს ქვეყანას. ეს უკვე მარაზმია, მართლა. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველა გახმაურებული შემთხვევის მსხვერპლი იყოს საზოგადოებისთვის მიუღებელი. ვერ გაიგებს ამას საზოგადოება და ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაიგოს. სხვათა შორის, კახი კალაძეს უნდა ახსოვდეს, როდესაც მისი ძმა, ლევანი გაიტაცეს, მაშინ ხდებოდა  ამ ბავშვის დისკრედიტაცია და რა აღარ დააბრალეს.  ყველაფერი გავლილი აქვს და როდესაც დღეს ხდება დაღუპულების დადანაშაულება რაღაც აბსურდში, უნდა გამოესარჩლოს მათ ჭირისუფალს და არ უნდა „აპრავოს“ პოლიცია თუ პროკურატურა.


     – „ნაცების“ ხელწერაა, ბატონო დავით. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს და ვითომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ვითომ  პოლიციას პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი.  მერე იური ვაზაგაშვილი ნარკორეალიზატორად გამოაცხადეს,  ვიდრე მოკლავდნენ, რადგან არ გაჩერდა და შვილის მკლელების დასჯას ითხოვდა. კრიმინალებად გამოგვიცხადეს ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები, რომელთაც იარაღი ჩაუდეს. სანდრო გირგვლიანი გაიხსენეთ, მასზე რას ამბობდნენ. ჩხუბის თავი იყო, ბარში გურამ დონაძეს შეაგინა და და აბა,ამას ვინ აპატიებდაო და თან, სანდროსგან ძველი ბიჭის დახატვას ცდილობდნენ. „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ უმიზეზოდ ჩაცხრილული სამივე უდანაშაულო ახალგაზრდას ვითომ „კალაშნიკოვის“ იარაღები ჰქონდათ, ციხეზე თავდასხმას აპირებდნენ, რომ  პატიმარი  გაეთავისუფლებინათ…


    –   რა თქმა უნდა, ერთი ერთში გადმოაკოპირეს და იგივე სიბინძურეს აკეთებენ. „ნაცებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ზღვარი წაიშალა დიდი ხანია. ისევ იგივე ხალხს მიჰყავს ეს გამოძიებები, რომელთაც იმ დროს უამრავი ადამიანის მკვლელს დააფარეს ხელი, უამრავი საქმე ჩაფარცხეს. გაწაფულები არიან ამაში, დღესაც იმავეს აგრძელებენ. იმიტომ ვიძახი,“ციხის კადრები“ მონაგონი იქნება–მეთქი. ეს გიორგი გახარიას „დამსახურებაა“, ყოფილი „ნაცებით“ რომ გაავსო ძალოვანი სტრუქტურები და თან მაღალ პოსტებზეც ბევრი დანიშნა. ის არაადამიანური და მწამებლური მეთოდები, რომლითაც ისინი მუშაობდნენ, დღეს არ ამართლებს. კი, ცდილობენ, ისევ არაადამიანური მეთოდებით  იმუშაონ, მაგრამ არ გამოსდით.

დღეს ტელეფონი ყველას უდევს ჯიბეში, გადაიღებს და დამთავრებულია საქმე. ადრე არ ჰქონდა ხალხს ასეთი  ტელეფონები, ვერ დააფიქსირებდი  ძალოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, ცრუ მოწმეები კი უხვად ჰყავდათ, რომ უდანაშაულოსთვის დაებრალებინათ დანაშაული. გადაკეტილი იყო მაშინ ყველაფერი და რასაც უნდოდათ, აკეთებდნენ. დღეს ვეღარ ბედავენ, თორემ ძველებური სისასტიკით აწამებდნენ ხალხს.


   – ერთი ტენდენციაც შევნიშნე. „ფეისბუკი“ მართლს სარკე გახდა  ჩვენი საზოგადოებისა. ძალოვანები თუ ვინმეს ხელს აფარებენ ან გახმაურებულ საქმეს ვერ ხსნიან, ჯერ დაღუპულებისა თუ დაზარალებულის დისკრედიტაცია ხდება, მერე მათი გულშემატკივრების და პარალელურად, ხალხს ამუნათებენ, რომ გამოძიებას ბოლომდე უნდა დააცადონ, არ შეიძლება ჩვენი საამაყო პოლიციის დისკრედიტაცია და ეს დანაშაულია, არ შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ათას სისულელეს ჩმახავენ. ამდენი გამპრავებელი თუ ეყოლებოდა შსს–ს, სუს–ს და პროკურატურას ქვეყანაში, მართლა არ მეგონა. ძალოვანებს ასეთი მონდომებით არც ერთ ქვეყანაში არ იცავენ.


– რა არის იცით? ძალოვანი უნდა იყოს ძალოვანი. უნდა იყოს დეპოლიტიზირებული. არ შეიძლება ძალოვანი იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრე. არ უნდა შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა. ეს იწვევს საზოგადოების პროტესტს, როდესაც საზოგადოება ცდილობს ძალოვანისგან თავი დაიცვას. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ოფიცრის სიტყვას, ოფიცრის ღირსებასა და  მუნდირს  რომ ვეღარ ენდობი, ეს არის უბედურება. საბჭოთა კავშირის დროს მილიცია უფრო დეპოლიტიზირებული იყო, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციაა. სადაც ქართველი ხალხის პროტესტი იყო, ქართველი ხალხის გვერდით იდგნენ–1956 წლის 9 მარტს, 1978 წლის 14 აპრილს და 1989 წლის 9 აპრილს. დღეს რიგითი პოლიციელები შავ დღეში არიან. ბანკების კრედიტები აქვთ, იძულებულნი არიან, ხელისუფლების დაკვეთა შეასრულონ, თორემ უმუშევრები დარჩებიან და ბანკები გაუყიდიან სახლს და ყველაფერს, რისი გაყიდვაც შესაძლებელია. ამიტომ ვამბობ, რომ საბანკო სისტემა ჩვენი პირველი მტერია, ვალებით სავსე ადამიანი მორჩილია, ისეთ ყულფში აქვს თავი გაყოფილი, სამსახური რომ დაკარგოს, კარგავს ყველაფერს.

აი, აქ არის ხსნის საშუალება. ვიდრე ჩვენ ამ საბანკო ბორკილებს არ დავამსხვრევთ,  ვერ ვიქნებით თავისუფლები, თავისუფალ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ. მთელი მსოფლიო მიდის ამ  აზრამდე, რომ ბანკებმა თავისი ფუნქცია ამოწურეს.  ახლა გავეცანი საკონსალტინგო კომპანია „მაკენზის“ დასკვნას, რომ  მსოფლიოს ბანკების 60% წამგებიანია და ხალხს აწევს კისერზე. ხალხი ინახავს ამ ბანკებს, არ ანხორციელებენ მსხვილ ინვესტიციებს, შესაბამისად,  მსხვილი მოგება არ აქვთ და ხალხისთვის გაცემული კრედიტების პროცენტებით ინახავენ თავს. იმავე პრინციპით მუშაობენ ჩვენი ბანკებიც. 375 მილიონი ლარი შემოსავალი მიიღეს მარტო ერთ თვეში, ივნისში ჩვენმა ბანკებმა და აქედან 127 მილიონი მოგებაა. ამ დაქცეულ ქვეყანაში ხალხს 375 მილიონი გამოგლიჯეს. შესაბამისად, ამდენითვე გაღატაკდა ხალხი.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №26

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ვის დაკარგვია.რა გაუკეთებია ქვეყნისთვის.ეს ნულ პროცენტიანი

    1. როდის უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ხელისუფლებას მისივე ხერხებით უნდა ეომო? კანონს უნდა ეომო კანონით!

      რომ გვქონდეს ახლა რეფერენდუმით კანონის გაუქმების უფლება, ანდა დეპუტატის გამოწვევის უფლება, რამდენ ნაგავ კანონს დავახევდით თავზე ხელისუფლებას?

      ბავშვებსაც მივხედავდით, დიდებსაც, განათლებასაც, სვანეთს და რაჭასაც, წყალში რომ გვიძირავენ, დატაცებულ წიაღისეულსაც, უცხოელებზე გაყიდულ მიწებსაც, სოროსსაც, შრომით კოდექსაც, უსამართლო სასამართლოსაც, და კიდევ რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა ერთბაშად.

      ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებია დასაკანონებელი.

      ეს უნდა იყოს პირველადი, ამის გამო უნდა ეწყობოდეს აქციები!ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა ისინი, ცალკეული პრობლემები რომ აქვთ “დასაკუთრებული”? ვერ ხვდებიან სადაა ამ პრობლემების სათავე? ან ისინი რატომ არ საუბრობენ ამ მექანიზმებზე, ვინც არჩევნებისთვის ემზადება? არ აწყობთ? არავის უნდა არჩევიდან სამიოდ თვეში რომ დააპანღურონ, ხომ?

      კარგით იმათ არ აწყობთ, და ხალხს? ვინ უნდა აირჩიოს, ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხალხი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმისგან, ვისაც ირჩევს!

      რადგან სისტემაა ისეთი, ანგელოზიც რომ მოხვდეს პარლამენტში, ისიც კი გათახსირდება. ჯერ არ გათახსირებულან, თუ რა?

  2. ანონიმური

    „გიორგი გახარიას „დამსახურებაა“ ყოფილი „ნაცებით“ რომ გაავსო ძალოვანი სტრუქტურები“_ აი აქ ჩანს რა კაციც ხარ და სადაც გიდგას შენი ინტრიგანული სულით აღენთილი ბინძური ფესვები. ადრე კვირიკაშვილს ეკვროდი ხაზარაძის გუნდისკენ რომ იმზირება, და ახლა ტაქტი შეცვალეთ?! დამოუკიდებლად უნდა შეეცადო ქართული ოცნების გაკოტრებას და გახარიას ურტყა?! მართალია ნაც-საქოცეთი ერთი გუნდია, მაგრამ საჭე ვის ხელთაც არის იმ მიმართულებით წავა, რომ შიდას და გარესაც ყველას თავის ადგილზე მოსვავენ. აი შენ კი ინტრიგები ინტრიგებად დაგრჩება. ხალხი პოლიტიკურ პროცესებში თქვენზე უკეთ არის ჩახედული და ბოლოს, გახარიას ნაცვლად პოლიტიკურ სანაგვეზე მოსრიალებულები თქვენ დარჩებით ქაფის სახით მოსახდელი ეს ინტრიგაზი პოლიტმეძავეები.

    1. თბილისელი

      10000% სიმართლეს წერთ.გაიხარეთ. ჩემი სათქმელი თქვით ,ამიტომ არ გავიმეორებ. ერთია ოცნება გაიმარჯვებს,ნაც.უნდა მოშორდეს პოლიტიკას ხელი რომ არ შეუშალონ მუშაობაში,ინტრიგა და პროვოკაცია,დეზინფორმაცია და სამშობლოს ღალატი-ესაა მატი დევიზი.

      1. ანონიმური

        tbiliselo mixaria shennairi brikvebi cotaniro dart sami carmateba dacere ocnebis da bodishs mogixdi

        1. თბილისელი

          ბევრჯერ მოუხადე უკვე ბოდიში სხვებს მაგ კითხვაზე რომ საკადრისი პასუხი გაგცეს. მახსოვრობა დაკარგული გაქვს თუ რაშია საქმე? უსახელოვ შენ

          1. ანონიმური

            aravis dauceria carmatebebi da kide nrta chichinadzes pchxilad girxar she bidzinas jopalezo pu shennair tpilisels davajvi dacere carmateba 3 bicho

  3. ანონიმური 1

    უსამართლო ხარ. გაბრაზებული კაცის სტატიაა,ყველა ასე იქცევა ვერ უნდა შეაფასო?

    1. ანონიმური

      usamartlo da nagavi roikos ocnebashi darchrboda

  4. ანონიმური

    სად რა გამოაშკარავდება არ ვიცი, მაგრამ ის დანამდვილწბით ვიცი, რომ “მათრახი” ღვთისგან ზუსტად იქ მოხვდებათ, სადაც საჭიროა – თავგასულობა და ქვეყნის დაქცევა არავის ეპატიება, გადავიდნენ ზღვარს წინა ხელისუფლება? ის მიიღეს, რაც საჭირო იყო, გადაიყვანეს ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან მოქმედმა პერსონამ? ისე რომ ხალხს ხმის ამოღების უნარიც აღარ დაუტოვა, მიიღებს უარესს

  5. ქეთი

    რა საცოდაობაა ეს კაცი,სრულიად შემთხვევით მოხვედრილი იქ,სადაც არანაირი კანონზომიერებით არ უნდა იყოს.

  6. ანონიმური

    rogor daikargebian to miacucep es bidzinas gaketebulebi😀😀

    1. გარიკ

      გიჟების ბუდე ხართ ტროლებო,გადაშენდა თქვენისთანა უტვინო არა კაცები და არა ქალები.

      1. ანონიმური

        გარიკ, მამაჯან, რა გინდა? საქართველოს სახრეთ დასავლეთით რაღაც ქვეყანა გასაჭირშიაო, გაიგეე?

  7. ლილი

    როგორ მაინტერესებს, რამ გაამწარა ეს აი ესეთ, აშკარად გადაჭარბებულ რაღაცეებს რომ ლაპარაკობს. უფრო პირადულ მტრობას ჰგავს ეს ყველაფერი…

  8. დარეჯანი.

    ტრაკი ხარ.

  9. ანონიმური

    ra debili xar ocnebas mistirixar ra gagiketa ocnebam aba an hen an saqartvelos daasaxele arc iocnebo ocnebis saqme ukanaa wasuli da tqveniyvela meocnebi

  10. ანონიმური

    ამ ყველაფერს ეხლა რატომ ამბობენ?როცა მოისროლა .იქ არ იყავი შე ოჯახ აშენებული?სანამ ბიძო თავზე ხელს გისვამდა კარგი იყო და რომ ამოარტყა ჭიტლაყი მაშინ გახდა ცუდი?ის ყოველთვის ვაჭარი იყო მარა შენ მაგარი მედროვე ხარ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.