“გამოაგზავნოს ევროპარლამენტმა მისია უგულავას საქმის შესასწავლად”

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

„მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჩვან ქვეყანას ევროპა და ევროპარლამენტატები ღუპავენ,ყველა ცხვირს რატომ ყოფს,უგულავა და მისი შეფი მიშიკო და კიდევ ბევრი ნაცი უნდა ჩალპნრნ ციხეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.