“გავრილოვის ღამის” მონაწილის ერთადერთი ინტერვიუ “ალიაში”, ირაკლი დოღაძე ისე გარდაიცვალა, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს

ირაკლი დოღაძე “გავრილოვის ღამის” ერთ-ერთი მონაწილე, 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ალიას” მისცა ინტერვიუ და იმ  ღამეზე უამბო.

ორჯერ დაკარგა გონება 20 ივნისის ღამეს, მაინც მოახერხა ცოლის გამოყვანა!
ბოლო თვეები უძილობა აწუხებდა, ვინ იცის რატომ
ვინმემ გამოიკლია?
ვინმემ დაზარალებულად სცნო?
ჯერ სად ვართ, ასეულობით ახალგაზრდაა ნაცემი!

გავრილოვის ღამის უსტატუსო დაზარალებული 17 ოქტომბერს გარდაიცვალა!

17 ოქტომბერს, ციხეში დარჩენილი ბოლო სპეცრაზმელი, დარბაზიდან გაათავისუფლეს!

რამდენმა პარტიამ, რამდენმა ადვოკატმა, რამდენმა უფლებადამცველმა შესთავაზეთ ირაკლის დახმარება, რომ სახელმწიფოს დაზარალებულად ეცნო?

ის ოთხი დაზარალებულიც სულ თავისით, თურმე, სულ თავისით!

მართლა სირცხვილია!

ირაკლი დოღაძე, არასამთაბრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრი იყო. თავისუფალ ზონას ჩაუწერია კიდევ, მალე დაიდება მათი ჩანაწერიც.

ირაკლი დოღაძის ერთადერთი ინტერვიუ, გაზეთ “ალიაში”:




-მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ.  ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა?
სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ.
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან.

– წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია?

– არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი.  მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ  არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან.

–  საავადმყოფოში დიდხანს დარჩით?

– არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი.

–  განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი?

– არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.”

17 ოქტომბერს, ოცი ივნისიდან, თითქმის ოთხი თვის მერე, ირაკლი გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გული გაუჩერდა!

გარდაიცვალა ისე, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ!

მართალია, ხელისუფლება აცხადებს, რა არის საჩქარო, ვიძიებთ და ყველას მივანიჭებთ სტატუსსო, მაგრამ ირაკლი გარდაიცვალა და ზუსტად იმ დღეს, როცა ირაკლი გარდაიცვალა, ციხიდან ბოლო სპეცრაზმელიც გამოუშვეს, სანამ გამოუშვებდნენ, სპეცრაზმელმა აღიარა, რომ ძალა გადაამეტა! 

“ალიას” არქივი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ძალიან დასანანია ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება.ნათელში იყოს მისი სული,ამინ!

  2. ანონიმური

    დასანანია რომ ადამიანი ამ ასაკში ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.”რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა”ეს მისი სიტყვებია.ესე იგი იერიშს ჰქონდა ადგილი და ბევრჯერ.თვითონვე აღიარებს.როცა იქ დგეხარ
    შენც ამის მონაწილე ხარ.

    1. ანონიმური

      მე,სიმართლე გითხრათ,ეს სტატია არც წამიკითხავს ბოლომდე და არ ვიცი რას ამბობდა ეს კაცი,უბრალოდ გული მტკივა,რომ დღემდე ვერ დალაგდა ეს ქვეყანა და ,სამწუხაროდ,რაღაცა ცრუ იდეებისთვის იღუპება ადამიანები.

  3. seo traffic generator by TRexTrafficGenerator.com

    By using the above tips, you can get lets start work on increasing your site seo traffic generator by TRexTrafficGenerator.com absolutely free of these tough times when every dollar counts.
    Find a web marketer that has experience and is willing to teach
    and mentor you to definitely the top. In this article I want to demonstrate
    the key to always to be able to generate income using this source.

  4. https://smartworld.vn/

    Hі there, all the tіme i used tⲟ chеck website posts here early in the break of day, because i like to gain knowlеdge of more
    and m᧐re.

  5. https://tezme.vn/

    Hey, you ᥙsed to write fantastic, but the last few posts have been kinda boгing?
    I miss your great writings. Past several posts are just a bit out of track!
    come on!

  6. https://stop-violence.org/

    Hello my lοved one! I wish to say that this article
    is awesome, great written and come with aⅼmost all significant infos.
    I’d liҝe to look extra pοsts like this.

  7. https://u-os.org/

    І have read so many articles or reviewѕ about the
    blogger lovers however this parɑgraph is tгulʏ a
    nice piece of writing, keep it up.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.