გავიმარჯვეთ, გილოცავთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო – თეა წულუკიანი

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. ამის შესახებ თეა წულუკიანი Facebook-ზე წერს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“

“ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს თეა წულუკიანის დაბადების დღეა და მას გამარჯვებასთან ერთად, ულოცავენ დაბადების დღესაც.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ჰოოოო, ხვალიდან მავთულხლართების ახვევას დაიწყებენ! შენი დაბადების დღისთვის ხო არ ინახავდი?

  2. ანონიმური

    სასწაულები ხდება სამყაროში, ომი ჩვენ დავიწყეთ და ამასთან დაკავშირებული სასამართლოც ჩვენ მოვიგეთ…საწყალი რუსეთი.

    1. ანონიმური

      idi naxvi she rusetuma kleo

  3. ანონიმური

    gavimarjvey wartvelebma when damarcxfi jojoxetis mashxalav

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.