“გადმოვიდნენ საზღვარს რუსები, იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე-თქო, თავი ჩახარეს მესაზღვრეებმა – ზემოდან, სუს-იდან მოდისო”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, დღეს განაცხადა: “ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ”

როგორ არ გვძინავს და როგორ მუშაობს ქართული მხარე, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შემოგთავაზებთ რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილი ინტერვიუდან ნაწყვეტს, სადაც დეპუტატი ემზარ კვიციანი გვიამბობს რა ნახა საკუთარი თვალით ე.წ. საზღვართან და რა უთხრეს მათ მესაზღვრეებმა, რა ბრძანება აქვს გაცემული სინამდვილეში ქართულ მხარეს და როგორ იცავს მოქალაქეებს, რომლებსაც პანტა-პუნტად იტაცებენ:

დეპუტატი ემზარ კვიციანი:

-ვინ ბლოკავს ქართველებს? ქართულ სუს-ს ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სამსახურები და სუს-ი ხელმძღვანელობს დანარჩენს ყველაფერს აქ. ბორდერიზაცია რომ დაარქვეს, ტერიტორიებს რომ ვკარგავთ – დაისაჯა ვინმე? – არაა სუს-ის ბრალი? გავრილოვის შემოყვანაზე დაისაჯა ვინმე? სუს-მა არ შემოიყვანა? დავით გარეჯიდან იჩუკიძე რომ აიყვანეს, პატრიოტი ბიჭი, ხელის გულზე სატარებელი ბიჭია, თავი გაწირა სამშობლოსთვის და დაიჭირეს…

გახსოვთ 1 კილომეტრით და 800 მეტრით შემოიჭრნენ 2016 წელს რუსები, ჩავედით რამდენიმე ადამიანი, ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ მესაზღვრეები, ავუტეხე მთელი ამბავი  – გადმოვიდნენ საზღვარს, იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე, მაჩვენეთ დებულება, იცით, როგორ უნდა მოიქცე, როცა საზღვარს არღვევს მოწინააღმდეგე? რატომ არ ესროლეთ-მეთქი?  – თავები ჩახარეს, მე თვითონ შემრცხვა, ბატონო ემზარ, ჩვენ რას გვერჩი, ყველაფერი ზემოდან მოდისო… საიდან მოდის? – მოდის სუსიდან…

ადრე შეიარაღებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვერ ბედავდნენ ასე გადმოსვლას. „ჯორო“ რომ იყო, „ჯორო“, მართლა გმირი, ერთი მაგივრად ხუთს უბრუნებდა აფხაზებს და რუსებს, ჩამოიტყუეს თბილისში  სპეცსამსახურებმა, დააძინეს და ისე გადასცეს მტერს და ცოცხლად დაწვეს ის საცოდავი.

შეგახსენებთ, იგივე ინტერვიუში ემზარ კვიციანმა ექსკლუზიურად გვიამბო, რომ “პატრიოტთა ალიანსში” სუს-ის ხალხია ჩანერგილი – ინტერვიუს სრული ვერსია, იხილეთ აქ.

ალია №19

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    და რომ ესროლონ, რა იქნება მაგით?! უკეთესი მდგომარეობა?! აბა, ამასა ჰყოლია რაა!

  2. ანონიმური

    აბა ჯარი და შეიარაღება რა ტრაკში სათხრელად გვინდა და რატომ ვუხდით ხელფასს.ჩვენი მთავრობა თან წაკუზულია და მაინც ტერიტორიებს თმობს .ეს არის ამათი სიმშვიდე?ამათ მოუტყან რუსეთის მეტრაკე დედები.ნარა ამ ჩემიდან არ თქვა გრუსთან ვთანამშრომლობდიო წლების მანძილზე.ამას რაღა ალაპარაკდა თავისივე სიტყვებით მოღალატეს.

  3. Bidzina

    მოგიტყანთ მოღალატე მთავრობა

  4. ანონიმური

    რაებს ბოდავს ეს ჩემისა

  5. ანონიმური

    ნეტა შიგ არა გქონდეს რა

  6. მედეა

    სწორედ ის უნდათ რომ ესროლო და ს ა ბ ა ბ ი მისცე! რას ქადაგებ, შეიშალე? 2008 წელსაც გვესროდნენ და პასუხად რომ სროლა ავუტეხეთ—კისერიც იმან მოგვატეხინა! რამდენჯერ უნდა მოვიტეხოთ კისერი, რუსეთი დ ი დ ი სახელმწიფოა, ჩვენ? ზვიადმა გააუქმა სამხრეთ ოსეთი, სააკაშვილმა აღადგინა და ახალგორიც დაუმატა, ჰოდა იმ საზღვრებამდე უნდათ მავთულხლართების გავლება რუსებს, თავის ჭკუით–კანონიერად ღობავენ.ვერც ემზარ კვიციანი და ვერც ს უ ს ი ამ სამარცხვინოდ წაგებულ ომის შედეგებს ვერ შეცვლიან, ტყუილა ნუ ბაქიბუქობთ. დ რ ო, სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა , ლოდინი და მოთმინება არის ჯერჯერობით ჩვენი ხვედრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.