გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს – პედიატრ ივანე ჩხაიძის განმარტება

კვლევების შედეგად არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, როდესაც ორსულმა დედამ, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, ვირუსი ნაყოფს გადასდო, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩინეთში ორსულებთან დაკავშირებით დაკვირვების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ყველა პუბლიკაცია, რომელიც არსებობს იმაზე, რომ ნაყოფი შეიძლება იყოს თუ არა ინფიცირებული, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ამ გზით არ ვრცელდება. არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, როდესაც ორსულმა დედამ, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, ვირუსი ახალშობილს გადასდო. პუბლიკაციები ამ მხრივ ცოტაა, რადგან დაავადებული ორსულის რიცხვი არ იყო ბევრი, მაგრამ ის ინფორმაცია, რაზეც კვლევებია ჩატარებული, მკაფიოდ მიუთითებს, რომ კორონავირუსი დედისაგან ბავშვს არ გადაეცემა. ეს ძალიან კარგი და პოზიტიურია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.