გადადის თუ არა ვირუსი COVID 19-ით გარდაცვლილი ადამიანისგან – რას ეუბნება „ალიას“ თენგიზ ცერცვაძე

შეგახსენებთ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განსაზღვრული იქნება, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის წესები.

„ალიას“ ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, საქართველოში, სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის სამართავად შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმღვანელი, თენგიზ ცერცვაძე:

-ესპანეთი უარს გვეუბნება იქ გარდაცვლილ ქართველთა ცხედრების გადმოცემაზე და აპირებს ან კრემაცია ჩაუტაროს, ან ისე დაკრძალოს, რომ ოჯახი ვერც გამოემშვიდობოს. უმეტესად, კრემაცია ჩაუტარდათ გარდაცვლილებს იტალიაშიც… რამე რეკომენდაციაა გაცემული?

-არა, მიცვალებულებს კრემაციას უკეთებენ ის ქვეყნები, სადაც ეს ისედაც მიღებულია, არა მხოლოდ ახლა, ეპიდემიის დროს. ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო, სამხედრო მანქანებში ჩაყრილი რომ გადაჰქონდათ ცხედრები – იქ ბევრი კვდება ძალიან და ვერ აუდიოდნენ დამკრძალავი ბიუროები სამწუხაროდ – ძალიან მძიმე კადრები იყო.

-შეიძლება გადამდები იყოს მიცვალებულიდან ვირუსი?

-როგორ გითხრათ… ხო, უნდა დაიცვა სიფრთხილის ზომები, რადგან მიცვალებულის სხეულის ზედაპირზე და ტანსაცმელზე შეიძლება ვირუსი იყოს, სიფრთხილე უნდა დაიცვას, ვინც ასე ვთქვათ, გააპატიოსნებს მიცვალებულს და ტანსაცმელს აცმევს – მან ხელთათმანები უნდა იხმაროს და ხალათი ეცვას. მაგრამ, როცა მიცვალებული დასვენებულია და შენ სამძიმარზე მიდიხარ, იქ კატეგორიულად არ გადაგედება. გადამდები შეიძლება იმისთვის იყოს, ვინც მიცვალებულს შეეხება და ხელს არ დაიბანს.


„ალია“, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    საიდან მოვიდია ეს საშინელი ვირუსი რა უბედურებაა ეს

  2. ანონიმური

    დარწმუნებული ვარ ბოლომდე წარმატებით დავამარცხებთ ამ ვირუსს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.