“გაბლატავდა” – რა ვიდეო გააზიარა სერგეი გავრილოვმა ქართულ ჯგუფში?

რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ვიზიტსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ფეისბუქჯგუფში, “მილიონი ქართველი” თავისი მოწოდება გააზიარა.

მოწოდება გავრილოვმა 20 ივნისს, სისხლიანი ღამიდან ერთი წლისთავზე გააზიარა და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ჯგუფში “მილიონი ქართველი” 543 791 მოხმარებელია და საქართველოში ერთერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.

სერგეი გავრილოვის პოსტს ჯგუფის წევრები გინებით შეხვდნენ.

Мы надеемся, что руководство Грузии найдёт силы для того, чтобы окончательно разрушить планы реваншистов-переворотчиков. https://www.instagram.com/sergey.gavrilov_official/

Posted by Sergey Gavrilov on პარასკევი, 19 ივნისი, 2020

ჯგუფის ადმინისტრატორის ცნობით, მოგვიანებით გავრილოვმა კიდევ ერთი ვიდეოს გაზიარება სცადა, სადაც ამჯერად ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მისეულ ხედვას გვთავაზობს, თუმცა ადმინისტრატორმა მას ამ ვიდეოს დადების ნება აღარ მისცა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    საქართველოს და ქართველ ერს ნუ ეხებით თავხედებო… თქვენს ქვეყანას მიხედეთ… ქართველი არასდროს ბოდიშს არ მოიხდის არც დაგიჩოქებთ და არც თქვენი მონა არ გახდება… მსოფლიო გიცნობთ საქართველოს მტრები რომხართ…რომ იტვისებთ საქართველოს ტერიტორიებს მსოფლიოს ტელევიზიაში გადის და ოკუპანტად მოგიხსენებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.