“გააფრთხილეთ ბათუმში მცხოვრები, ან ჩასული ადამიანი – წყლის გამო 17 ბავშვია უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის იბრძვიან”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, პაატა შარაშენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბათუმში ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”

მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად.

ყველა ბავშვი ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში.

ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli” როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი ეს არ ვიცით.

ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.

-საწყისი სიმპტომებია-მუცლის ღრუში ტკივილი, დიარია და სიცხე.

ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას.

მართალია იაშვილის კლინიკამ უკვე 3 დღეა მიაწოდა ბათუმის ჯანდაცვას ინფორმაცია მაგრამ სამწუხაროდ მათგან ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავთ მოქალაქეების ინფორმირების კუთხით, სწორედ ამიტომ გთხოვთ თქვენ დახმარებას მეგობრებო.

ყველას მშვიდობას და ჯამრთელობას გისურვებთ და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვები ნახეთ პროკურემენტზე და მერე ნახავთ რის გამკეთებლები ეგენი არიან…მთელ მსოფლიოში აპრობირებული სისტემების დანერგის ნაცვლად, რომელსაც ასევე რეკომენდაციას უწევს აზიის განვითარების ბანკი, რომელიც წყალმომარაგების პროექტებს აფინანსებს, მუშაობენ ყველაზე რთული და არარუტინული მეთოდებით და ისიც ერთ ლაბორატორიაში მგონი გორში…. რატომ, რატომ და ყავთ ისეთი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელიც ან ტყემალზე ზის ან რაღაცა სხვა ინტერესი აქვს… არადა, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა სათავე ნაგებობა მიკრობიოლოგიური მონიტორინგის ამ სისტემებით უნდა იყოს აღჭურვილი. არც ერთი არ არის… ფული ალბათ შეიჭამა..

  2. ანონიმური

    ლაბორატორიას რატომ ჰყავს ასეთი ხელმძღვანელი?-ან დეიდაშვილი იქნება ,ან ბიძაშვილი ვინმე ბობოლა ჩინოვნიკის და იმიტომ!აბა ნახეთ,ვინ სად მუშაობს,გაგნებაში არაა ხალხი ,რა მოვალეობები აქვთ,მარტო ფულის მოღორებაზე არიან გადასული

  3. გელა

    მაინც და მაინც რატომ იაᲨვილის კლინიკა.რაიყო რეკლამას უკეᲗებ.სხვა კლინიკა არ არსებობს საქარᲗველოᲨი

    1. Achiko

      Batono gela es aparati iashvilis klinikas aqvs mkvdari bavshvi gamicocxla reklama ara sinamdvilea madloba iashvilis klinikas

  4. ანონიმური

    ეს არ არის ახალი ამბავი ყოველ ზაფხულს ზღვაზე ბავშვები ავადდებიან წყლის გამო . მე ვურჩევ რომ დასალევად გამოიყენონ ბოთლის წყალი და საბანაოდ ალბათ აუზს ვურჩევდი თუ რა თქმა უნდა ეს აუზი სუფთავდება ყველა წესის დაცვით.ასე მინიმუმამდე დაიყვანთ ბაქტერიით დაავადების რისკს. კიდევ ერთი და ალბათ აუცილებელი აკონტროლეთ რომ ბავშვმა პირთან არაფერი მიიტანოს. გისურვებთ ჯანმრთელობას.

  5. ანონიმური

    100%იანი სიმართლეა
    ალეკუნა ჩემი ძმისშვილიშვილა.ბავშვი გასივდა
    .მთელი კარანტინი სახლში ჩაკეტილი ბავშვი გარეთ გამოვოდა აი შედეგი ეხლა სიცოვხლისთვის იბრძვის.კორონაზე უარესია და ჯანდაცვა დუმს.რას ელოდებიან? მადლობა იაშვილის ექიმებს რომ გულთან ახლოს მიიტანეს.ბავშვების მდგომარეობა და ამას ემატებს მაღალი პროფესიონალიზმი.მადლობა რომ რომ არსებობთ.

  6. დავითი

    პაატა მგონი აზვიადებ

  7. ღმერთო შენ გვიშველე

    ღმერთო შენ დაეხმარე ამ პატარებს გადაარჩინე და გამოაჯანმრთელე.

    1. ანონიმური

      ოოოოოო რაიცი რო სიმართლეა შეიძლება გატყუებენ!!! 17 ბავშვი ერთად თან ისე რომ არც თირკმელი უმუშავებს და არაფერი face news -ია

  8. გელა

    ეს ახალი ამბავი არაა, ყოველ წელს ერთი და იმავე ხდება

  9. ანონიმური

    ტყუილი ინფორმაციაა და ნეტა რატომ ავრცელებთ ამ სიცრუეს. იაშვილის კლინიკაში მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს. ეს უსინდისო ტყუილი რა საჭიროა

  10. ანონიმურია

    როგორც უკრაინულ პრეზიდენტზე ფილმია გადაღებული არანაკლებ კორუქციაა საქართველოში ოლიგარქები და ბიზნესმენები ირჩევენ დეპუტატსაც და პრეზიდენტსაც ვისაც უნდა იმას აყეფებენ ვისაც უნდათ იმას გაიყვანებენ ასეთ საქმეებისთვის და გაურკვევლობისთვის ვინმე პასუხს არ აგებს რადგან მათ არიან რაც არიან გამძაფრდება სიტუაცია გაუშვებენ წითელ ძაღლს შავს დააბამენ შავი არ იყეფებს თეთრს დააბამენ ამით ხომ არაფერი იცვლება ჩვენ არაფერი გვეშველება უკრაინა 3 ვეშაპზე იყო დამოკიდებული საქართველოს კი 1 ყავს მთავარი დანარჩენი კი ლეკვებივით არიან

  11. ნუგზარ სურმანიძე

    იმდენი შენი იმბეცილი დედაც. ოღონდ რაიმე სირობა დაწეროთ. იაშვილში ბავშვის მიყვანა და დატოვება ერთი და იგივეა. ჯანდაცვას დაუკავშირდნენ არა? მატყუარა ნაბიჭვრებო თქვენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.