“ბურჯანაძეს მინდა ვკითხო, ცეცხლი რატომ არ ეკიდება?! როგორ დაგეგმა ამდენი ადამიანის თხასავით გაყიდვა?”

ჟურნალისტი ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ჩემი 2011 წლის სასტიკი მაისი!

მოვყვე?! რა მოვყვე?!
როგორ გულანთებული ვიყავი 21 წლის გოგო და სამშობლოს დაცვა მინდოდა ნაც ჯალათემისგან?!
თუ ის მოვყვე როგორ ვტოვებდი პატარა შვილს, რომ წავსულიყავი და ჩემი ქვეყნის, ზონდერებისგან გათავისუფლების საქმეში ერთი აგური დამედო?!
ალბათ აზრი არ აქვს! ყველას გახსოვთ, მაგრამ მღრღნის, მკლავს! ამდენი წელია ვერ ვერევი იმაზე ფიქრს, რომ ყველაფერი ფუჭი და ტყუილი იყო!
მოგიყვეთ როგორ გავრბოდი სამსახურის მერე “სახალხო კრების” ოფისში სადაც ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი ( ბევრი სხვა) მეგულებოდა რომელთა გულწრფელობასა და სამშობლოს სიყვარულში არასოდეს შემეპარება ეჭვი?!
ახალგაზრდა სამშობლოზე შეყვარებული გოგო, დიდი იმედით შევყურებდი მომავალს. ვიბრძოდი იმისთვის რომ ჩემს შვილს უკეთეს საქართველოში ეცხოვრა.

21 მაისის აქცია რომ დაიგეგმა მაშინ უამრავი ადამიანი იყო დარაზმული! ყველას იჭერდნენ და ანადურებდნენ, აქრობნენ და აშინებდნენ ვისაც გაიგებდნენ მაისისთვის გარეთ გასვლას აპირებდა, მითუმეტეს ჩვენ. მახსოვს რამდენიმე დღით ადრე როგორ ამყვა დაბალი კეპიანი კაცი რომელიც გლდანის განყოფილების თანამშორმელი აღმოჩნდა, შესაშინებლად, ვიდეო კამერით ხელში.
მახსოვს როგორ ჩუმად მოვახერხე დარეკვა, დახმარების თხოვნა და მაშინვე ადგილზე გაჩდნენ ჩემი მეგობრები.
მერე იყო ხმა- ” ნათია გაიქეცი, მოგვსდევენ”, მერე ტალახი, ჩიხები, სამშვიდობოზე რომ გგონია გახვედი და უცებ სად ხარ, ყველას ტელეფონები ერთად აწკრიალდა, მუქარა,-21 გაჩვენებთ როგორ უნდა სირბილიო!
21 მაისი რომ თენდებოდა ღამე სახლში წავედი, ოფისში 15 მდე ადამიანი დარჩა. 7 საათზე ტელეფონმა დამირეკა შტაბის ხელმძვანელი მოგვპარესო. 2 მეტრიანი კაცი ოთახიდან ისე აგვაცალეს 15 კაციდან ვერავინ გაიგოო.
მაშინ იყო პირველი რთული დატაკება სისტემასთან. ვერაფრით ვიგებდი ჩემი მეგობარი ასე ოთახიდან როგორ “მოიპარეს” ამ სად გაქრა,?!
იმ დღეს ყველას იჭერდნენ ვისაც აქციისკან მიმავალს დაინახავდნენ…
სახელს არ ვწერ ახლა რომ რუსთაველზე აქციაზე ვნახე ის ბიჭი და მიწის გასკდომა მერჩია იმის იქ ნახვას, ახმეტელის მეტროს კიბეებზე ისე სცემეს მეუღლესთან და დედასთან ერთად, მეუღლეს მუცელი მოეშალა, თავად კი მხოლოდ იმიტომ გადარჩა დაჭერას რომ ხალხმა არ გაატანა პოლიციას. შვილი დაკარგა…. ახლა ნაცებთან ვნახე ….

მაშინ ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო, ხაზის სამარშუტო ტაქსებმა ჩუმად გაგვაპარეს, ყველას იჭერდნენ, აქრობდნენ.
ასე ვერაფრით ვპოულობდი 21 მაისის ღამეს ოთახიდან “მოპარულ” მეგობარს. კარდაკარ დავდიოდი, რამდენიმე დღის მერე ერთ- ერთ რაიონში დაჭერილს მივაგენით.
მერე იყო ყოველ დღე კუდში დევნა, თვალთვალი, მოსმენა, უკვე გამარჯობას ვეუბნებოდი გარეთ რომ გავდიოდი, იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს.
ყველაზე რთული იყო ჩემი ოჯახისთვის, მუქარის მოსმენა.შვილი მყავდა პატარა და არც ამაზე მუქარას მორიდებიან.
ყოველ დღე სახლიდან გასვლისას მამაჩემი დამიძახებდა და ერთსა და იმავე კითხვას მისვამდა უცვლელად: -ნათია გეშინია?!
მე უცვლელად და მტკიცედ ვპასუხობდი :
-არა მამა არ მეშინია!
ხოდა წადიო ამაყად მეტყოდა ხოლმე და ამ დროს შეშინებული დედაჩემი ბრაზ და ცრემლ ნარევი ხმით მომაძახებდა ზუსტად მაგის მეშინია რომ არ გეშინიაო!
მე ამ დროს უკვე აქციაზე გავრბოდი.
მერე დარბევა იყო, საშინელი დარბევა, დაკარგული მეგობრები გამორთული ტელეფონები, გამქრალი ადამიანები, ბევრი სისხლი და ტკივილი იყო, ტელეფონით ხელში გათენებული ორი ღამე უგზო უკვლოდ გამქრალი ამხანაგების ძებნაში.
მაშინ ერთ ნაცნობ ბიჭს ზონდერებში წავაწყდი, ხოდა სხვა გამოსავალი რომ ვერ ვიპოვნე მასთან დავრეკე და ვემუდარე მეგობრები მაპოვნინემეთქი, მანამდე თუ ჩემთან დარეკვა უხაროდა ტელეფონი გამითიშა. (ყველაზე სასტიკი ზონდერი ახლახანს შარვალ-კოსტუმით ვნახე )
ორ დღეში დამირეკა მალე ნახავ შენს მეგობრებს ცოცხლებსო, ეს უკვე შვება იყო, იმიტომ რომ სახურავზე შემოყრილი გვამების, დასახიჩრებული ხალხის ყურების მერე სიტყვა ცოცხალი უკვე იმედის მომცემი იყო.
დეტალების მოყოლა იმდენად მძიმე და ემოციურია ყველა გახსენება ჭრილობებს ახლიდან ხსნის.
დაჭერილი მეგობრების პატიმრობების შეფარდება, ლოდინი, ემოცია…
ყველას “გამოსვლის” თარიღი ზეპირად ვიცოდი, ვითვლიდი, ველოდებოდი…
გამოდიოდნენ გამხდრები, ნაწამები, მაგრამ მაინც ვაჟკაცები! ამიტომ ვმეგობრობ მათთან დღემდე!
ყველაზე მწარედ ჩემი სახლიდან გასული მეგობრის დაპატიმრება მახსენდება.
რამდენიმე დღის გამოსული დაბადების დღის მოსალოცად მოვიდა, მერე დაიჭირეს. 21 წლის ვიყავი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ჩემი ბრალი არ ჰგონებოდა. ბავშვი ვიყავი ყველაფრის მიუხედავად მაინც ბავშვი და ყველა ემოცია კარგად მახსოვს რაც მაშინ მქონდა.
რანაირად შეიძლება დამავიწყდეს ჩემი გულის ცემის ხმა, როცა ცოცხლას კი არა მკვდარსაც ვერავის ვპოულობდი.რომ არა ინსულტიანი მამაჩემი და რაც მთავარია უფლის სურვილი მე იმ დროს იქ ვერც მამას გადავარჩენდი რომელმაც აქციაზე მოსანახულებლად მომაკითხა და მეც არავინ დამინდობდა, მითუმეტეს იმდენი მუქარის შემდეგ რასაც მიგზავნიდნენ.
როგორ გადავრჩი?! საშინელი წვიმის დროს მე და მამაჩემი დავსველდით, მამა ნაინსულტარია და მთხოვა წამოდი გამოვიცვალოთ თორემ გავცივდებითო, ქაშუეთის ტაძართან მიწისქვეშა გადასასვლელს შევაფარეთ თავი. დავთანხმდი, მშვიდობა იყო და ერთი საათით აქციის დატოვება არაფერს დააკლებდა არავის. წავედი, რუსთაველიდან მუხიანში მეტროთი მისასვლელად დამჭირდა ზუსტად ის დრო რა დროშიც სააკაშვილის ჯალათებმა ალყაში მოაქციეს ადამიანები და სასტიკად გაუსწორდნენ, არაადამიანურად აწამეს, დახოცეს!
ხოდა მაშინ გადავრჩი ცემას, სიკვდილს, მაგრამ ვერ დავივიწყებ ვერცერთი ჩემი მეგობრის თვალებს საპატიმროს დატოვების შემდეგ, ვერასოდეს დავივიწყებ ადამიანებს ვინც გულწრფელად სამშობლოს სიყვარულისთვის იდგა რუსთაველზე, ვერ დავივიწყებ როგორ მჯეროდა იმის რომ ბურჯანაძეს ხალხი ადარდებდა!
ვერ დავივიწყებ ვერასოდეს დედაჩემის შეშინებულ თვალებს, მამაჩემის აღელვებულ მაგრამ ამაყ მზერას. ვერ დავივიწყებ ვერასოდეს იმ ხალხს ვინც ბევრი რამე გადადო, გაწირა და ხმა ამოიღო მაშინ როცა ისევ სააკაშვილის დიქტატურა მძვინვარებდა და ვერასდეს, ვერასოდეს დავივიწყებ ჩემი მეგობრების გადარეცხილ სისხლის კვალზე ჩატარებულ აღლუმს როცა პარალელურად სახურავიდან ორი გვამი ჩამოჰქონდათ!

ალბათ ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის თვალებში ჩახედვა მინდა დღეს, ყველაზე მეტად მინდა ვკითხო უგულავას, ბოკერიას, ოქრუაშვილის გვერდით სააკაშვილის დავალებით სკამზე რომ ზის ცეცხლი რატომ არ ეკიდება?!
თვალებში მინდა ჩავხედო ოდესმე და ძალიან მინდა ვკითხო, რატომ გაგვწირა?! რამდენი ღირდა ჩვენი სისხლი, ჩვენი სიცოცხლე ?! საკმარისი თანხა მაინც აიღო?!
ძალიან, ძალიან მინდა ვკითხო როგორ ბედავს და ამ ყველაფრის მერე ხმის მიცემას მთხოვს?!
ქალბატონო ნინო, ენა გააჩუმეთ როცა ჭკუის დარიგებას გადაწყვეტთ და კარგად გაიხსენეთ დათხრილი თვალები, დაკარგული სიცოცხლეები, დამტვდეული კიდურები, გატეხილი თავები და არასოდეს, არასოდეს აღარ გაბედოთ იმაზე ფიქრი რომ ხალხი ისევ მოტყუვდება ! არასოდეს გაბედოთ უწოდოთ თავს პოლიტიკოსი, მოდით და ჩამხედეთ თვალებში და მომიყევით როგორ დაგეგმეთ ამდენი ადამიანის თხასავით გაყიდვა!
ვერასოდეს დავივიწყებ იმედგაცრუებას, რომელიც ყველაზე დიდ ტკივილად იქცა!

ვერასოდეს დაბრუნდებით! ვერასოდეს ვეღარ შეძლებთ ასე მოგვექცეთ! გპირდებით!“ 

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მას მერე იმდენი რამე ვნახეთ….

    1. ანონიმური

      ეს ის ძუკნა არ არის 20 ივნისს ხალხს რო მიკროფონით დასდევდა იწერდა და მერე სუს უგზავნიდა დასაჭერად.

      1. ანონიმური

        Ис арис.

  2. ანონიმური

    netav vin kiThxulons, amxela moxseneba dauweria??? cnobadobaze muShaoben

    1. ანონიმური

      ხალიან ბევრნი ვკითხულობთ

  3. დათო

    კარგი გოგო ხარ შენ!წარმატებები!

  4. ქეთი

    გაიხარე შენ!ბურჯანაძის მსგავსი ნაძირლები ოდესღაც მაინც მიიღებენ საზღაურს.

  5. ანონიმური

    მე, ქალს ორჯერ ისე ძლიერად ჩამარტყეს თავში დუბინკა, ვიღაც ახალგაზრდამ ჩამჭიდა ხელი ნახევრად გათიშულს, იმის მერე მარჯვენა ყურში სმენა დამიქვეითდა. დღეს ნინიკოს იქ ვხედავთ, სადაც რეალურად არის, იყო და იქნება.ამიტომ, ცოტა ტვინი გავანძრიოთ…..

    1. არაგვი

      “მერე რა გინდოდა იქ”——-ეს ის ფრაზაა, თქვენ რომ მაკო გომურს უწერთ ხოლმე! ნეტავ მისთვისაც ორჯერ დუბინკა (არათუ ქალი, 18 წლის ბავშვი) ჩაერთყათ თავში!!!

  6. ანონიმური

    პოლიტიკოსი არა ვაჭარია ..ისევე როგორც ოპოზუციონერების უმეტესობა …ნაძირალა ხალხია ..პოლიტიკა ბიზნესად გადააქციეს

    1. ანონიმური

      Biznesad???bordelad gadaaqcies…

  7. 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

    მალადეც!!!! ბევრ ოყროყინე ვაჟკაცს სჯობია ეს მაგარი გოგონა!!!! რა დაწერა ტყუილი!?….
    ბურჯანაძის წყნეთის რეზიდენცია 1 ლარი(ჩამოართვეს)..
    ანზორა ბურჯანაძის 20 000 000-ნაპატიები სააკიან სურენას მიერ(ბაღლინჯოიანი ხორბალი!!!!) და კიდევ რამდენი….
    ცოტა ძველებს ეს ყველაფერი ახსოვთ-უბედურება ის არის-ერთი ნორმალური მაუწყებლობაც არ აქვს ხელისუფლებას, რომ ეს შა…ლახების პარადი გამოაშკარავოს და ნორმალურად მიაწოდოს უბრალო ადამიანებს!
    ზის სოფელში ეს უბრალო ადამიანი და უყურებს ამ დედააფეთქებულებს და გონია სიმართლე!? აი ეს უბედურება სჭირს ქვეყანას….
    საგარეო ურთიერთობაზე ხომ “ბაზარიც აღარ არის”….
    ვისაც უნდა ებაზრა უცხოელებთან-ყველა ნავიდან გადაუხტა-)))(ერთი რას ფიქრობენ ეს სამეულ-ოთხეული პარლამენტში მაშინ რომ ირწმუნებოდნენ? ყველა მაგარი და ჩვენიანი არისო!?)
    P.S. ყველაფერი მოსულა პოლიტიკაში!!!! დდშვც….

    1. ანონიმური

      შე ინფუზორია, ანზორ ბურჯანაძემ სააკაშვილის დროს კი არა, ედიკას დროს აკეთა მილიონები! იმ ედიკასი, ვის საფლავზეც თქვენ ამობიბინდით!

  8. ანონიმური

    Нино арасдрос ар чагхедавс твалеби, ту чагхедавс, мхолод имиствис, ром мизанши амоигос да ар асцдес, атианши ром мохвдес…..

  9. ანონიმური

    Maxhin sad ikavi shen tanatol gogoebs da bichebs es Rodney da tvalebi txridnen es mtavroba ratom ar daicavi es axalgazdoba

  10. ანონიმური

    და ამ ვიგინდარა პიდატადტებს, და პიზდასოსებს, კიდევ მთავრობაში მოსვლა
    უნდათ.ნაცენბის მოტრფიალეებო,
    მოდით აზრზე ეგენი ქვეყანას კარგს არაფერს
    გაუკეთებენ.რაც დარჩათ მიწა წყალი ბოლომდე
    გაყიდიან და თუ მოუნდათ სახლებიდან
    გამოგვყრიან და იქაც სხვებს შეასახლებენ
    დამიჯერეთ ეგ აქვთ ჩანაფიქრი.
    უარი და ჩვენგარ შორს ნაც. სექტა ბანდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.