ბოლო 24 საათში იტალიაში – 345, ესპანეთში კი – 168 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1500-მდე ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 168 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 11 400-ზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული.

სულ გარდაცვლილია 510 ადამიანი.

რაც შეეხება იტალიას, იქ ბოლო 24 საათში 345 ადამიანი გარდაიცვალა და ახალი ინფიცირების შემთხვევებმა 3500-ს გადააჭარბა.

იტალიაში ამ დროის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 31500-ს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2500-ს გადააჭარბა.

მსოფლიოს რუკა შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ, რომელიც ყოველ დღე განახლების რეჟიმშია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.