ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეიდან მკაცრი კარანტინი გაუქმდა

დღეიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გაუქმდა. თუმცა, საკარანტინო შეზღუდვები ბოლნისის ორ სოფელში – გეტასა და მუშევანში ისევ რჩება.

თავდაცვის ძალებმა ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი გვიან ღამით განახორციელეს. ასევე, დაშალეს კარავი და აიღეს სპეციალური საგზაო ნიშნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილებას 61 დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ასევე, მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმოსკრინინგი.

ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა.

ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 74 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი, გარდაიცვალა.

  •  
  •  

One Comment

  1. $100 Bitcoin giveaway

    459120 901249Extremely clean web site , thanks for this post. 738872

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.