“ბოდიშს გიხდით, აბსოლუტურად მესმის თქვენი” – კახა კალაძე

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა დღეს ბოდიშით დაიწყო, რომელიც მან მძღოლებს ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი გაუგებრობისთვის მოუხადა.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად, ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ჩვეულებრივ ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე, მეც იგივე განწყობა და დამოუკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის.

ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაც ჩემი ახირება ან ხუშტურები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და მაქვს ამბიცია და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც ანალოგიური პროექტები იქნას განხორციელებული.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ხოლო 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, ცენტრალური გამზირის პარალიზებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

ამის შემდეგ თბილისის მერიამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ბოდიში კი არა, დააბრუნე გაფლანგული მილიონები! ძაან იოლად გცვივათ პირიდან ბოდიშები თქვენ!

  2. ანონიმური

    ასე იცის მერის ,, უხელფასო მუშაობამ” !!!

  3. რეჟისორი , გუჯა ბიძია:როდის უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ხელისუფლებას მისივე ხერხებით უნდა ეომო? კანონს უნდა ეომო კანონით!
    რომ გვქონდეს ახლა რეფერენდუმით კანონის გაუქმების უფლება, ანდა დეპუტატის გამოწვევის უფლება, რამდენ ნაგავ კანონს დავახევდით თავზე ხელისუფლებას?
    ბავშვებსაც მივხედავდით, დიდებსაც, განათლებასაც, სვანეთს და რაჭასაც, წყალში რომ გვიძირავენ, დატაცებულ წიაღისეულსაც, უცხოელებზე გაყიდულ მიწებსაც, სოროსსაც, შრომით კოდექსაც, უსამართლო სასამართლოსაც, და კიდევ რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა ერთბაშად.
    ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებია დასაკანონებელი.
    ეს უნდა იყოს პირველადი, ამის გამო უნდა ეწყობოდეს აქციები!ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა ისინი, ცალკეული პრობლემები რომ აქვთ “დასაკუთრებული”? ვერ ხვდებიან სადაა ამ პრობლემების სათავე? ან ისინი რატომ არ საუბრობენ ამ მექანიზმებზე, ვინც არჩევნებისთვის ემზადება? არ აწყობთ? არავის უნდა არჩევიდან სამიოდ თვეში რომ დააპანღურონ, ხომ?
    კარგით იმათ არ აწყობთ, და ხალხს? ვინ უნდა აირჩიოს, ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხალხი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმისგან, ვისაც ირჩევს!
    რადგან სისტემაა ისეთი, ანგელოზიც რომ მოხვდეს პარლამენტში, ისიც კი გათახსირდება. ჯერ არ გათახსირებულან, თუ რა?

  4. ანონიმური

    ფეხბურთელმა ბურთი უნდა აგორაოს!

  5. გაგებით უნდა მოეკიდოთ , აბაა!

    კალამ თავისი გაისწორა -ხალხს უნდა შეზიზღდეს მანქანით სიარულიო და გადაეთრიონ ავტობუსებში!
    ახლა გამოექანეთ მთაწმინდიდან თბილისელები და დაასწკდით კალაძის სამტრედიულ კუტუს!!!

  6. ანონიმური

    კაია,შენ მილიონები ჭამე და ხალხს ბოდიშები გადაუყარე!

  7. ანონიმური

    კალა არ დაასკდეს თბილისელების კუტუს

  8. ანონიმური

    ვენაცვალე კალაძეს გათავხედებულო ვაკელებო,იკადრეთ და იმოძრავეთ ავტობუსით..თქვენზე ნაკლებები არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაიხარე კალაძევ.

  9. ანონიმური

    თქვენი აზრით ეს გზა ვაკელების გასამწარებლად გააკეთა კრახა ყლიაძემ??? თუ ასეა და კრახასაც მოუტყან ცოლის მუტელი და იმათაც ვისაც ვაკელების გამწარებაზე მუტელი დაგისველდათ!!!!!!!!!!!!!!!!!!

  10. ჭავჭავაძის გამზირზე დღეს ტრანსპორტს შეუძლია სამჯერ ნაკლებ დროში 70 ათასი მგზავრის გადაყვანა, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კახა კალაძემ ავტობუსების პარკის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული 650 ავტობუსიდან 454 უკვე არის ახალი, ევრო-6-ის ტიპის. კიდევ 128 ავტობუსია დარჩენილი, რომელთა განახლებას მერია მომავალ წელს გეგმავს. ამდენად, დაგეგმილია 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა.

    მისივე თქმით, ნებისმიერს შეუძლია ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომ ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე ჭავჭავაძის გამზირზე გავლას 8 წუთი სჭირდება, მაშინ როდესაც 25 წუთი სჭირდებოდა საცობების გამო.

    კალაძის განცხადებით, გადაადგილების პრობლემა აქვთ მგზავრებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. მათ გაჩერებებზე დიდი ხნის განმავლობაში უხდებათ ლოდინი.

    „იმ ადამიანებს აქვთ პრობლემა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოიხმარენ. ლოდინის დრო კატასტროფულად მაღალია. 10, 20, 25 წუთი, ნახევარი საათი უწევთ ავტობუსის ლოდინი. ჩვენ რით შეგვიძლია მოვაგვაროთ ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, ამას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. თითოეულ მოსახლეზე, თითოეულ ოჯახზე ერთი ავტობუსი რომ გამოიყვანო, ეს დამატებითი პრობლემებია. საცობები გაიზრდება. ავტობუსების ლოდინის დრო რომ მაღალია, ეს სწორედ გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში საცობების გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ავტომობილებს ექნებათ ზოლები, რომ მათ ყველანაირად სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლონ მგზავრების გადაყვანა. მხოლოდ ჭავჭავაძეზე დღეს ტრანსპორტს შეუძლია სამჯერ ნაკლებ დროში 70 ათასი მგზავრის გადაყვანა, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე“, – განაცხადა კალაძემ.

    მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, ანალოგიური დახაზვითი სამუშაოები შესრულდა ხიზანიშვილი-ვეკუას და კანდელაკის ქუჩების რეაბილიტაციის დროსაც. კალაძის განცხადებით, ანალოგიური დახაზვითი სამუშოები ასევე განხორციელდება თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას, რუსთაველის, ქეთევან წამებულის გამზიებსა და სხვა ქუჩებზეც.

    1. ხეპრე

      დედა მოუხნა ტიფლისს !!

  11. ანონიმური

    საბოდიშო არამგონია რამე გქონდეთ ბატონო კახა

  12. ანონიმური

    ყველამ უნდა ისწავლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა

  13. Bidzina

    მოგიტყანთ მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.