“ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ეს საქმე ყარს” – ნინო კალანდაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან მის კავშირს:

„ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემ კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა ჩემ ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე ვსაუბრობდი. მათი კითხვები შეეხებოდა ჩემ ზოგად ისტორიულ განათლებას.

2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს, ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტრესებდათ ჩემ პასუხთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეათანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს, ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს.

მკითხეს კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მითუმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია. მიხედავად ამისა, ბრალდებას მრავალი მცდელობა ჰქონდა მაინც დაესვა ის კითხვები, რომელზეც დავალება ჰქონდა, რომ უნდა დაესვა. მე მგონია, რომ მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ეს საქმე ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ყარს, პოლიტიკურია და ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, რომ ეს ესმის ყველას. მგონია, რომ ყველა მცდელობა იქნება იმისთვის, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მაინც შეიკრას, რაღაცნაირში ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი უგუნური ნაბიჯი შეიძლება კიდევ გადაიდგას“

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    აბა სხვას რას იტყვი შალავა!

  2. ანონიმური

    უნდა ეკითხათ დავითგარეჯი საქათველოა თუ აზერბაიჯანი და შენთან ყველაფერი გაიასნდებოდა, რად უნდოდათ ამდენი კითხვები?

  3. ანონიმური

    ნუ მიედმოედები.

  4. კოტე

    ნინო გენაცვალე მაგ თვალებში,რატომ დაივიწყე ყველა ნათქვამი რაზეც ნასაუბრები გაქვს? ეხლა აღარ გინდა გაიხსენო ხო და ადანაშაულებ გამოძიებას და ეს საქმე “ყაარს?”

  5. სიმართლეს თავს ესხმიან, რომ თავი იმართლონ.

    ამ ქალს სურს დაივიწყოს ყველაფერი, რაც დავით-გარეჯთან დაკავშირებით აქვს ნათქვამი. არადა ყველფარი გვახსოვს,ისე, ასეთ უწიგნურ და გაუნათლებელ ქალს, დიდ ჭკუას ნუ მოვთხოვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.