“ბო­დი­ში, მაგ­რამ მა­წე­ვა­ნის ტყის შეს­წავ­ლა სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის…” – პროკურორი სატელიტურ ფოტოებზე

ბაჩალიაშვილის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გუშინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა:

და­დებს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის სა­პირ­წო­ნედ სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს, რი­თიც სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდე­ბა ოჯა­ხის ეჭვი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე, ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

“ჩვენ ბევრ ქვე­ყა­ნას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მივ­მარ­თეთ თხოვ­ნით. ზო­გი­ერ­თის­გან იყო პა­სუ­ხი, რომ ეს არ იყო მათი ინ­ტე­რე­სის სფე­რო. მა­წე­ვა­ნის ტყე­ში ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, უცხო ქვეყ­ნის თა­ნამ­გზავ­რი ამით რომ და­ინ­ტე­რეს­დეს. ზოგი ამ­ბობს, რომ დე­და­მი­წის ის ნა­წი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენს რა­კურ­სში არ შე­მო­დი­ო­დაო, ზო­გიც – გვაქვს შორი კად­რე­ბი, მაგ­რამ არა­ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია და არაფ­რის გარ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. ნა­წი­ლი­დან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ, ნა­წი­ლი­დან ჯერ არ მო­სუ­ლა პა­სუ­ხი და იმე­დი გვაქვს, რო­მე­ლი­მე­დან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ცე­მუ­ლო­ბას მი­ვი­ღებთ”

კი­თხვა­ზე, მი­მარ­თა თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნა­სას სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე, ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა:

“ზო­გა­დად მხო­ლოდ თა­ნამ­გზავ­რის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ღე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. გუ­გლის თა­ნამ­გზავ­რი იქ­ნე­ბა, თუ – ნა­ს­ა­სი, ყვე­ლას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ტყუ­ი­ლად მას არა­ვინ გა­უშ­ვებს, თა­ვის ფუნ­ქცი­ას თუ არ ახორ­ცი­ე­ლებს. ბო­დი­ში, მაგ­რამ მა­წე­ვა­ნის ტყის შეს­წავ­ლა სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. თუ ვინ­მემ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ზუ­მა და არ მი­ა­ახ­ლო­ვა ის ტე­რი­ტო­რია, ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი კად­რი არ გა­მო­დის. ჩვენ გვინ­და იმ­დე­ნად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი კად­რი, რომ იქ ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში – მან­ქა­ნის გარ­ჩე­ვა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი, თო­რემ ზო­გა­დად გლო­ბუ­სი, სა­დღაც შო­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია”.

ამბები.ჯი

  •  
  •  

4 Comments

  1. ***

    საერთოდ გაგებაში არ ხარ ტექნოლოგიების. ნასას ნებისმიერი ფოტოს გადიდება და დასუფთავება შეუძლია. გამოაქვეყნეთ გაგზავნილი წერილები. მაგრამ რას გამოაქვეყნებთ რაც არ გაგიგზავნიათ. მალე შენი ხელით დაწერ ვინც დაგავალათ ყველაფერი ჩაგეფარცხათ

    1. ანონიმური

      კაი ერთი!

  2. ანონიმური

    იმედია მალე გაიკრვევა სიმართე ამ საქმეში

  3. ანონიმური

    კარგია რომ გამოეხმააურა პროკურატურა ამ საკითხს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.