“ბიჭებო, გააკეთეთ ყველას გასაკეთებელი!” – შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის “ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალური ქსელით ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს:

,,ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!”

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება.

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ვივა, არველაძე!

  2. ელენე

    მაგარი ადამიანია შოთი!!!! დღეს უნდა მოვიგოთ!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.