ბიძინა ივანიშვილმა ხელშეუხებლობის გარანტია იყიდა – გიორგი გუგავა

“ალიას” ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა:

– კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალი ვალის აღებას აპირებს და თქვენ თუ გსმენიათ რამე?

– საქართველოს საგარეო ვალი დღითიდღე მატულობს და ეს ჩვენი შვილების და მათი შვილების გადასახდელი რომ იქნება, ეჭვი ეპარება ვინმეს? ან რაც აიღეს, იქედან რამდენი ცენტი მოხმარდა მოსახლეობას? თქვენ იცით, რომ ანაბრები, რომელსაც სახელმწიფო მართალია  არ აბრუნებს, მაგრამ კანონით სახელმწიფო  შიდა ვალს წარმოადგენს, სათავითოდ მაინც გამოიყენეს და ნახეთ, რა ქნეს? დაბრუნების ვალდებულება გააუქმეს, ვალი შემცირდა იმიტომ, რომ კონსტიტუციით 60 % ზემოთ არ უნდა იყოს საგარეო ვალი და ამ შიდა ვალის ხარჯზე დაწიეს პროცენტი, გამიგეთ? ჯანდაბას, აიღე ვალი, მაგრამ ხმარდება კი ეს საგარეო ვალი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას ანდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას? რა თქმა უნდა – არა!

პანდემიის დროს აღებული 7 მილიარდი ლარი სად გაქრა, ეს არავის არ უნდა აინტერესებდეს? ეს არის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგიი? ან ეს წარმატება სადააა?

– კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ მალე საქრთველოს დატოვებს და ამის წინაპირობა მისი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს მინიჭება გახდაო… ანუ სულ მალე ბატონი ივანიშვილი, საფრანგეთს გაემგზავრება და ქართულ პოლიტიკას საბოლოოდ მოეშვებაო… თქვენ რა იცით ამის შესახებ?

– ქვეყანაში კატასტროფაა, ივლისამდე ჩაგვკეტეს, კიდევ მრავალი ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს რომ სხვა ქვეყანაში ხდებოდეს, მერწმუნეთ, ქუჩები გადავსებული იქნებოდა სოციალური პროტესტის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხით, რადგან სოციალური საკითხებია უპირველესი ყველგან –  საქართველოს გარდა! შემირცხვენია ის ქვეყანა, სადაც მემარცხენე პოლიტიკურ პარტიას 1 პროცენტიანი შედეგი გამოუქვეყნეს და ოლიგარქიულ მმართველ პარტიას კი ამოდენა პროცენტი! გასაგებია, რომ არჩევნები გააყალბეს და გაგვიყალბეს ჩვენც, სწორედ მემარცხენე ძალას, მაგრამ ის პრობლემები ხომ დარჩა პრობლემებად, რაც ქვეყანაში იყო და მაინც არ მოაგვარა მმართველმა ძალამ? როგორ, როცა ხმის მისაცემად მიდიხარ, ხმას იმას აძლევ, ვინც შენს გაღატაკებას ასე ლამობს? ესე იგი არ გჭირდება სახელმწიფოებრივი ინტერესები, სოციალური მძლავრი პაკეტი, კეთილდღეობა და გირჩევნია ოლიგარქიული მმართველობა, ხოომ? ესე იგი რაც ქვეყანაში ხდება, იმ უბედურების თანამონაწილე ხარ შენც და იყავი ბატონო, არავინ გიშლის, ოღონდ ურემი რომ გადატრიალდება და მეურმე გაიქცევა, მერე ნუ ატეხ ვაი-ვიშს, ეს რა გააკეთა, როგორ დაგვღუპაო, იმიტომ რომ იმ მეურმის გვერდით შენც იჯექი და ქვეყანა უფსკრულისკენ სწორედ შენი გვერდით ჯდომით წავიდა!

შეიძლება მგელს ჩააბარო ცხვარი სამწყემსავად?

აი, ეს გვჭირს, ჩემო კარგო, უკვე მრავალი წელია და ასე თუ გაგრძელდა, საქართველოსგან სახელიც აღარ დარჩება!

ეს ქვეყანა ჩვენია ეს უნდა გავიაზროთ და გავიაზროთ ისიც რომ არც ბიძინასია, არც მიშასია, არც კალაძისაა და არც არავისი, ის – ხალხისაა და თუ ერი გვქვია, უნდა ჩვენ გამოვიყვანოთ ამათი მარწუხებიდან!

ესენი, ჩვენ თუ არ გავაძევეთ, თავისით არსად არავინ არ წავლენ, მათ შორის, ბიძინაც! ამერიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადჰყო, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საბოლოოდ მოიხსნის და წავა ჩრდილში, მაგრამ რომ ჰგონია რომ აქ პარადს კობახიძეები და კალაძეები წაიყვანენ, ძალიან ცდება! ეგ არის მისი ვირეშმაკული ხერხი და ხრიკი, ჩაფიქრებულიც ეგ ექნება, მაგრამ ასე არ გამოვა…..

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, დიდძალი ფული გადარიცხა იქაურ ფონდებში და რათქმაუნდა საბოლოო  ნავსაყუდელის გამო გააკეთა ეს, რისთვისაც მაკრონმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო უბოძა! ეს გარკვეულწილად ხელშეუხებლობის გარანტიასაც გულისხმობს და იყიდა ეს გარანტიები, რაც მოსალოდნელიც იყო!!!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    chemi kleikida magan

  2. ocnebis dedis mtkvneli

    ocnebis mxardamcherno tqven dedebs chaide kle pirshi mutelshi bidzos udevs vici da tqven elii ro kle gaucnindot mec gamicmindet to gamovigep deditqvenis piridan

  3. გ.გუგავა

    /~~ბიძინე, შენ წადი მოუსვლელში, პუტინთან!~~/

  4. ანონიმური

    ეგ ზღპარები სადაც გაგივა იქ მოყევი

  5. ანონიმური

    რატვინი მოიტყანით ამ ივანიშივლს რა

  6. ნინი

    ავადმყოფი ხარ ვიღაცა… აბა ჯანმრთელი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი კრიმინალურ ნაციონალურ მოძრაობას არ დაუჭერს მხარს.

    ვინ არიან სისხლიანი კრიმინალური ნაცრეჟიმის ნარჩენების მხარდამჭერები არიან:
    ნარკომანები, კრიმინალები, ავხორცები და მოძალადის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები; ასევე პირსისხლიანი სააკაშვილის ფულზე და თანამდებობაზე დახამებული მხარდამჭერები; ასევე სააკაშვილის სისხლიანი, კრიმინალური ნაცრეჟიმის მიერ აგებული პირამიდის წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.