“ბინის მეპატრონემ დაურეკა – ქირა ჭირსაც წაუღია, ბავშვებს მიხედეო”

გოჩა მირცხულავა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ახლობელმა დამირეკა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. გახარებული იყო! “ბინის მეპატრონე დამიკავშირდა, ტელეფონს რომ დავხედე – ტანში გამცრა, მაგრამ ვუპასუხე. მომიკითხა და მერე მითხრა: – ვიდრე ეს ყველაფერი ჩაივლის, ქირის ნახევარი ჩამირიცხე თუ მოახერხებ, თუ არა იმასაც შენი ჭირი წაუღია, ბავშვებს არ მოაკლო არაფერი”. გაოცებული დავრჩი, საოცრად უჟმური ქალია და ამას არ ველოდი არანაირად. თან წარმოდგენაც არ მინდოდა გადახდის თარიღის მოახლოვების, ხომ იცი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩი. მოკლედ, ძალიან მადლიერი და გახარებული ვარ”. მეც გამიხარდა ეს მონაყოლი და დავფიქრდი: რა ქნან მართლაც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა, რომლებიც ბინის თუ კომერციული ფართების ქირას იხდიან? რამდენი ასეთი გულისხმიერი აღმოჩნდება ქვეყანაში? ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი.
ამ მადლიანი ქცევის ფონზე მინდოდა ბაზრებსა და ბაზრობებზე არსებულ მდგომარეობაზე დამეწერა და უძღებ საბჭოთა სპეკულიანტებზე, მაგრამ Ablotia Tengiz-ს მოუსწრია და სრულად ვეთანხმები.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    საბედნიეროდ ჩვენ განსაცდელუს დროს ვიცით თანადგომა. მადლიბა ყველა ადამიანს , ვინც.შეძლებს თუნდაც ოდნავ გაუმართოს ხელუ , ვისაც ეს ესაჭიროება.
    გაიხარეთ ყველამ.

  2. ანონიმური

    ღმერთმა ამრავლოს კეთილი ხალხი.ქართველებისთვის სიკეთის გაკეთება ხომ ჩვეულებრივი ამბავია👏👏👏👏

    1. ანონიმური

      araa mase me vtxove binis patrons ds usri ganmicxada. mec banki maqvs gadaasaxadio. mitumetes dge argadamivilebiaa. magram bevri chvens saqartveloshi umockaloaaa.. kveladtvis araa rtuli saxhi dajdomaa. upalo chveni cheri mogveci rom xovetvee sxvistvis ar vmushaobdet.amin.

      1. ანონიმური

        მშვიდად იჯექი! ფეხიც არსად გაატოკო! როდესაც მექნება გადაგიხდი, თუ არა იყეფე თქო!

        1. ანონიმური

          მადლი ჰქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება…… მომიტევეთ …..

  3. ანონიმური

    Sikete ar daekargeba amravlos ufalma ketili da mixvedrili xalxi 💕💕

  4. მალუ

    ღმერთმა გაახაროს.

  5. ანონიმური

    სიკეთე გადამდებია..უფალო გვიმრავლე კეთილშობილი ადამიანები..

  6. ანონიმური

    Vinc qirit vart chven ra gveshveleba

    1. ანონიმური

      Ra gveshveleba erti gmertma icis

      1. ანონიმური

        როგორი თავმდაბალია…… აკადემიკოსიო……. მოკრძალებული. ჩერჩილი ნობელიანტი იყოს და პატივცემული მხოლოდ “აკადემიკი”…? მაგალითად….

  7. ანონიმური

    ასეთი საქციელით გული იმედით მევსება ,ეს ხო დიდი სიკეთეა და სადაც სიკეთეა იქ სიყვარყლია,სადაც სიყვარულია იქ უფალია,უფალო შეგვიწყალე და გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო

  8. მამუკა

    ამსტერდამი -თბილისი 759 ევრო…
    ფლაგმანი აირზენა #1 ქაეთული კომპანია

  9. M.xaburzania

    Ghorebs namdvilad ghmerti ar gadaarchens

  10. ალბინა

    გაიხაროს იმ ქალბატონმა იჟმური კი არა ღვთისნიერი ადამიანი ყოფილა და უფალი იყოდ მისი მფარველი

    1. ალბინა

      გაიხაროს იმ ქალბატონმა უჟმური კი არა ღვთისნიერი ადამიანი ყოფილა და უფალი იყოდ მისი მფარველი

  11. ალბინა

    გაიხაროს იმ ქალბატონმა უჟმური კი არა ღვთისნიერი ადამიანი ყოფილა და უფალი იყოდ მისი მფარველი

  12. ანონიმური

    მადლობას ვუხდი ჩემი ბინის მეპატრონეს არაჩვეულებრივი ადამიანია მან რომ ასე გამიგო რომელსაც რომ ბანკები აკვს და ქირაზე ხმა არ ამოუგია.ვკითხე ქირაზე რავქნათქო და აი რა მიპასუხა.მე შენ ახლა ქირა რომ მოგთხოვო მაშინ არა ადამიანი უნდა ვიყოვო,ღმერთმა ამრავლოს შენისთანა კეთილი ხალხი თ.ჯ❤❤❤

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.