“ბევრი ტურისტი გვყავდა, ახლა ყველა კარანტინში გადავა, ვინც გუშინ დატოვა მესტია, იმათზეც ვიმუშავებთ”

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს 25 ადამიანით გაიზარდა. აქედან 17 სვანეთიდან არის და ერთი ოჯახის კლასტერია. მესტია უკვე ჩაიკეთა და საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

მესტიაში ვირუსი საკუთარ სახლში ჩასული მამაკაცისგან გავრცელდა. რომელიც დასასვენებლად, ოჯახთან ერთად თბილისიდან მესტიაში წავიდა.

რა ვითარებაა ახლა საკარანტინო სივრცეში ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ესაუბრა.

– მესტია უკვე ჩაიკეტა, ჩამოსულია ჯგუფები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას. ვამზადებთ საკარანტინო სივრცეებს და ვერც ვერავინ შემოვა და ვერც ვერავინ გავა აქედან.

წელს ბევრი ტურისტი გვყავდა, ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდებიან – მესტიაში, ანაკლიაში, თბილისში თუ სხვაგან, სადაც თავად მოისურვებენ. ვინც გუშინ წავიდა მესტიიდან, მათზეც იქნება მუშაობა.

პირველ რიგში მათ უნდა გამოიჩინონ სამოქალაქო პოზიცია და მოექცნენ თვითიზოლაციაში.

– როგორც ცნობილია მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები და სხვა აუცილებელი დაწესებულებები იმუშავებს…

– სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საკოორდინაციო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებებს მაღაზიებთან დაკავშირებით. სადაც საჭირო იქნებ საკვების მიწოდება – მივაწოდებთ. რაც შეეხება კაფე-ბარებს ჯერჯერობით მუშაობს, ხვალიდან დაიხურება და ორი კვირით ყველა გადავა კარანტინში.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყველამ უნდა დაცივას წესები და რეკომენდაციები

  2. ანონიმური

    ჯანრმთლეობას ვუსურვებ ყველას უკლებლივ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.