„ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობაზე არათუ ვლაპარაკობ, ფიქრიც კი გამორიცხულია“

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგონას მხრიდან თვითმკვლელობა გამორიცხულია.

„თვითმკვლელობაზე არათუ ვლაპარაკობ, ფიქრიც კი გამორიცხულია“, – აცხადებს ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას მცირე რაოდენობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს გამოთხოვილი.

„ვითხოვ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. გასაკვირია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ძალიან ცოტა ვიდეო სათვალთვალო კამერების ამონაწერებზე აქვთ მოთხოვნა დაყენებული. მათი მხრიდან თუ იყო შვიდი მოთხოვნა, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე დაახლოებით 30-40-მდე ავიდა ეს მოთხოვნები, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ობიექტებიდან.

დღეს ვიყავი ადგილზე გასული, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს. გზატკეცილზე გავედი და დავაფიქსირე რამდენიმე ვიდეო სათვალთვალო კამერა. დავუკავშირდი საგამოძიებო ორგანოებს და შევატყობინე, რომ იქაც არსებობს რამდენიმე კამერა, არის რამდენიმე ობიექტი, სადაც შესაძლოა, შეხვედრა ყოფილიყო. მოვითხოვე, დამატებით გამოეთხოვათ ჩანაწერები.

როგორც ჩანს, მხოლოდ იმ ადგილებში განახორციელეს სამძებრო ღონისძიება, სადაც ბოლოს ნახეს. ჩემთვის ძალიან გასაკვირი არის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სამხარეო პოლიცია რატომ არ ეძებენ მოშორებით. შემიძლია, გითხრათ, რომ დეტალურად დავათვალიერე ყველა ადგილი, სადაც მცხოვრებლებმა დააფიქსირეს გადაადგილება. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი წავიდეს იმხელა გზაზე თვითმკვლელობისთვის. თვითმკვლელობაზე არათუ ვლაპარაკობ, ფიქრიც კი გამორიცხულია“, – აცხადებს ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დრონის კადრებთან დაკავშირებით მას უთხრეს, რომ ლაივში ცოცხლად უყურებდნენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ფაქტი ჯიუტია, რომ თვითონ შსს წარმომადგენლები არიან ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული მტკიცებულებათა გაქრობის და თვითმკვლელობის ვერსიის შემუშავებაში. ან სრულად დაკარგვის ვერსიისაც ამუშავებდნენ. ვერ ვპოულობთო ამაყად აცხადებენ.

  2. k

    ამ ასაკში წარუმატებელმა სასიყვარულო ურთიერთობამაც იცის დეპრესია და ის ნიშნები, რასაც ოჯახის წევრები თავავე ჩამოთვლიან. რატომ არ შეიძლება გოგონას გული ჰქონოდა გატეხილი და ფატალური გამოსავალი ეძებნა? რატომ გვინდა ყველაფერში ბინძური პოლიტიკისა და პოლიტიკოსების გარევა. ქართული ჟურნალისტიკა არავისზე ნაკლები ბინძურია, ადვოკატებიც ხომ არიან და არიან. საცოდავი გოგონა და მშობლები თქვენს ხელში.

    1. ანონიმური

      ადიოტიზმით დავირუსებული ტვინი გაქვს?! ვიზიარებ!

    2. ანონიმური

      kedeli mainc araa axlomaxlo, Tavi miartya,

    3. ანონიმური

      დაბადებიდან ურცხვი ხარ თუ სამსახური გაქვს ასეთი? სულაც იმათიანი???

    4. თბილისელი

      100% მართალი ხართ. მეც ამაზე ვფიქრობ უფრო.საფრანგეთიდან ჩამოსვლის მერე გახდა დეპრესიული.უხასითობა და ტირილი ეს ღალატმა იცის

  3. ანონიმური

    არანაირი სიყვარულის და გულგატეხილობის ვერსიას და მითუმეტეს თვითმკვლელობას აქ ადგილი არ აქვს, ეს უკვე ცხადზე უცხადესია.

    1. ანონიმური

      რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადია მოკლულია. და ისიც ფაქტია რომ კარგა ხანს შსს ჩაფარცხვას უპირებდა. მაგრამ ხელისუფალთ ყავთ წესიერი პროფესიონალი კადრებიც, რომლებიც ამ შესაძლებლობებს ჩაფარცხვისას წინ აღუდგება.

      1. ლლლლლლლლ

        არადა სულაც არააფერია ცხადი თქვენს გამო. თქვენ რაც გაწყობთ, ისაა ცხადი. წადი, გამოიძინე.

        1. ანონიმური

          გამოღვიძებულო! როცა შსს-ს თვითმკვლებოსკენ წაყვანას ცდილობდა, ამით ყველაფერი თქვა.

        2. ანონიმური

          ისე გაგილაყდა ეგ თავი! რა გალაპარაკებს კაცმა არ იცის?!

          1. ანონიმური

            გალაყებული თავი ზედ გაბია. ბევრი ფაქტი მეტყველებს ამაზე.

  4. ანონიმური

    მგონი. ისეთი რაღაც უნდა “გასკდეს”, ციხის კადრები გვირილებად მოგვეჩვენება. სამწუხაროდ პატიოსანი “მოხელეების ” დეფიციტია მუდამ ამ ქვეყანაში.

  5. ანონიმური

    წინასწარ განცხადებებს ჯობია რომ გამოძიების დასრულებას დაველოდოთ

  6. ანონიმური

    როგორ ძალიან უყვართ ამ ადვოკატებს სპეკულაციები

  7. Giorgi

    ეს რამიშვილი თაღლითი უბრალოდ ვერ გაგინებ მამაშენ პატივს ვცემდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.