“ბაჩალიაშვილის დედას გვამის ნახვის საშუალებას არ აძლევენ და სასახლეს ეხუტება”

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი დღეს სახლში, ფონიჭალაში მიასვენეს.

ბაჩალიაშვილის დედა მას შემდეგ, რაც გოგონას ცხედარი იპოვეს, დღეს პირველად მოვიდა გონს და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლეს.

ოჯახი ვერ ახერხებს ცხედრის ნახვას. ახლობლებს გვამი ექსპერტიზის ბიუროდან სპეციალურ პარკში გადახვეული გამოატანეს და თანაც ურჩიეს, რაც შეიძლება მალე დაეკრძალათ.

„როგორც ვიცით ცხედარს ვერ ნახულობენ, რადგან ძალიან დაზიანებულია. სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ გვამი არ უნდა გახსნან. დედა საერთოდ ვერ ლაპარაკობს და არაფერს ამბობს. მაგრამ არამგონია გვამის ნახვის გარეშე გაძლოს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, “რადგან ბაჩალიაშვილის დედას გვამის ნახვის საშუალებას არ აძლევენ, ამიტომ ის სასახლეს ეხუტება”.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Rato ar anaxes? Ras malaven? 😢😢

  2. ანონიმური

    იმიტომ არ ანა ეს მიუხვეხრელებო რომ გვამი აყროლდა გაიხრწნა გაფუჭდა, ეს უნდა გითხრაან? გეუბნებიან ცუდი სანახავიაო იქ იყო ადვიკატი და რა წაიღეთ თვინი რაა

  3. ანონიმური

    ყველაფერზე ცუდის აცენტები როგორაა, არ აძლევენ ნახვის უფლებას არა სწორი ნათქვამია,რჩევაა რომ არ ნახოს გამომდინარე იქიდან რომ არ გამოიყურება მიცვალებული სათანადოდ,დედის გულს უფრო დააზიქნებს ,ცზრა ექსპერტი და ადვოკატი ოჯახის იქ იყო რო დაათვალიერეს გვამი ვინ მისცემს ვინმეს დამალვის უფლებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.