“ბაჩალიაშვილის გარდაცვალება და აფთიაქში წამლების ყიდვა არის უნიჭოდ დადგმული”

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, გამოკითხვის დროს გამოძიებას უთხრა პირის ვინაობა, ვინც მას სატელიტური ფოტოები მიაწოდა:

„დავასახელე გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე.”

როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

„ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი – იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან „გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი“.

„ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება „უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა“.

„ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძე აცხადებს, მისთვის სატელიტური ფოტოები არავის და მათ შორის, არც მიხეილ რამიშვილს არ მოუთხოვია. მისი თქმით, აპირებს, ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.

  •  
  •  

20 Comments

  1. ანონიმური

    იმდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა საგამოძიებო ორგანოებიდან, რომ მოკლული რომ არის ამაზე ორი აზრი არ არის. და დამატებული კიდევ თუ როგორ ცდილობს პროკურატურა ჩაფარცხვას და თითმკვლელობის გამყარებას, ეს კიდევ ხომ აუტანლად მძიმე საყურებელია. ასეთი პროკურატურის იმედად შეიძლება იყოს დაცული ადამიანი?! ეს რომ ყველაფერი სიმართლე იყოს, მაშინ წაშლა არ დასჭირდებოდათ და შემდეგ აღდგენილების ნელ-ნელა სამზეოზე გამოტანა. პირდაპირ უმოკლეს დროში გამოფენდნენ ამ ვიდეოებს. ახალგაზრდა გოგოს აღარაფერი ეშველება, მაგრამ მშობლები მეცოდებიან. ჯერ შვილის ასეთი სასტიკი მკვლელობა, ახლა ქალიშვილის პირადი სივრცის გამომზეურება, რომ თვითვმკვლელობა გაამყარონ(პირადი ინტიმური სივრცე ყველას აქვს, განურჩევლად, მაგრამ თავს არ იკლავენ) და ახლა სამართალსაც რომ ვერ პოულობენ.

  2. ანონიმური

    ექსპერტი ნახეთ რა თურმე ამერიკაშიც მიდის საქმეების გასარკვევად ვაი შენს პატრონს

  3. ანონიმური

    თუ ეს საქმე გაიხსნა კი ვიცით რაც ელოდება ამ უბედურების შემოქმედთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რადგან თუ ეს კაცი მართალს ამბობს, მას ან ფულში ჩაახრჩობენ ან მასაც სიკვდილის ბუზი დააჯხება…

  4. ანონიმური

    თავიდანვე გაჟღერდა ბანკების და ფინანსების მაქინაციებს რომ ეხებოდა საქმე და ასეც იქნება.

  5. თბილისელი

    შე უდღეურო ენა ჩაიგდე და მოვლენებს წინ ნუ უსწრებ ,გაუბედურებული ოჯახის საქმე ნუ გაგიხდია საჭორაოდ,მიხედე შენს გიურზას თავს,უწიგნური რომ ხარ გეტყობა კომენტარებში,საკუთარი ხედვა არა გაქვს არცერთი ტექსტის გარშემო,მხოლოდ სხვისი კომენტარების გაცხრილვა გინებით. არ მეცოდები რომ ვთქვა მოვიტყუებ,რადგან მოურჩენელი ავადმყოფი ხარ და ამით არის ყველასთან შენი განსხვავება.

    1. ანონიმური

      tbiliselo medicinal udzluria shencinashe s a c o d a o

    2. გარიკ

      ავადმყოფები ხართ მგინებლებო,ასე წინ ვერ წახვალთ,დიდი ხანია მიწაში ნელ-ნელა იძირებით, რომელ ადგილასაც ეკალ-ბარდი ამოვა და მიხვდებით ამ ეკალ-ბარდს როგორ მოუღებენ გაზრდას.

  6. Bidzina

    პროკურატურა თვითონ რატომ არ ცდილობს სატელიტის ფოტოების მოპოვებას?მოგიტყანთ მთავრობა

    1. aristo

      ra iciT rom ara?

  7. ანონიმური

    tbiliselo gaxaria magari premieriao idzaxi da avantkopixar ana ra xar sacodavo pu araraobav

  8. ანონიმური

    ფაქტია შევიდა და იყიდა წამლები ჩვენი თვალით მაინც არ ვხედავდეთ რა

  9. ანონიმური

    თვითმკვლელობაა აშკარად რა

    1. ანონიმური

      saidan daaskceni?

  10. ალიკ

    აი შენზე თქვეს მოურჩენელი ავადმყოფიაო და რა გიპასუხოთ? წერე და იკითხე შენ. რა გინდა სხვასთან

    1. ანონიმური

      avadmkopi ro viko ocnebas daucherdi mxars

  11. ანონიმური

    ravqna dzaan mikvars saqartvelo da ro udzvrebian da ulokaven mtavrobas vgijdebi gaige kvercxo?

    1. ანონიმური

      გეტყობა როგორ გიყვარს,მხოლოდ გინებებით ისევ შენი ქართველი ხალხის,ეს კაცობაში არ გეთვლება ტო,გამოფხიზლდი ცოტა,არ გეცოდება თავი,ამდენ შეურაცხყოფასაც შენც რომ იღებ?

      1. ანონიმური

        ubralod dzaan vgiziandebi vigacas ro agmerteben

  12. ანონიმური

    ubralod dzaan vgiziandebi vigacas ro agmerteben

  13. გარიკ

    შენც ნუ იშურიანებ,მოეშვი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.