ბაღის მასწავლებელს 25 ბავშვის მოწამვლისთვის სიკვდილით დასჯიან – ჩინეთი

ჩინეთის სასამართლომ ბაღის მასწავლებელს, ვანგ იუნს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა 25 ბავშვის მოწამვლის გამო, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა.

ვანგ იუნი 2019 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ქალაქ ძიაოწოუს ბაღში,  27 მარტის დილას ბავშვები ფაფის ჭამის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სასამართლოში განაცხადეს, რომ მან სხვა, მეორე მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მოწამვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვანგმა და მეორე მასწავლებელმა მოსწავლეების აღზრდის საკითხზე იკამათეს. როგორც ირკვევა, ვანგმა ეს შურისძიების მოტივით გააკეთა.

მან ნატრიუმის ნიტრატი ბავშვების საუზმეში შეურია. საუზმის ჭამის შემდეგ 23 ბავშვს ღებინება დაეწყო და გული წაუვიდა. 

მოწამლულთაგან ერთერთი ბავშვი საავადმყოფოში ათთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 

სასამართლოში ისიც თქვეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვანგს მანამდე თავისი ქმარი ჰყავს მოწამლული. ის მსუბუქად იყო დაშავებული. 

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.