“ბატონო ბიძინა, თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით” – რომელ ცნობილ ძიუდოისტს დაეხმარა ივანიშვილი?

პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ცნობილ ქართველ ძიუდოისტს, დავით ხახალეიშვილს ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსა.

ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ძვირფასო მეგობრებო!

როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, შემექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დამიდგინეს გულის ძალიან რთული დაავადების უმძიმესი დიაგნოზი. ჩემი მდგომარეობა თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკულად შეაფასეს.

სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა გულზე ძვირადღირებული და ურთულესი ოპერაციის ჩატარება იყო. ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 ათასი აშშ დოლარი მესაჭიროებოდა. იძულებული გავხდი თქვენთვის მეთხოვა დახმარება. გვერდში დამიდგნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები. თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამ თანხის შეგროვება თითქმის წარმოუდგენელი იყო…

ამ უმძიმეს ვითარებაში დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამომიწოდა. ფონდმა, რომელიც წლებია გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა.

„ქართუ“ სრულად დააფინანსებს ოპერაციასა და მკურნალობას.

სიტყვებით რთულია გამოვხატო ჩემი მადლიერება. მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით და ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ!

მადლობა ჩემს ოჯახს, ახლობლებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, ქართული ძიუდოსა და მთლიანად ქართულ სპორტულ ოჯახს. მეამაყება, რომ მეც ამ ოჯახის წევრი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გმირებს – ექიმებს!

მე უკვე მინსკში ვარ, დაწყებულია ჩემი მკურნალობის პირველი ეტაპი, პარასკევს კი ოპერაციაა დანიშნული.

მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი სიცოცხლითა და ენერგიით!“

  •  
  •  

12 Comments

  1. ანონიმური

    დათო ჯიგარო, ბიძინას კი არა ჩვენ გადაგვიხადე მადლობა. ჩვენ, წელში გაწყვეტილ ქართველ ხალხს, რომელსაც ეგ შენი “გადამრჩენელი” წლებია კისერზე გვაზის და სისხლს გვწოვს. სწორედ ჩვენგან ამოღებული ფულით აკეთებს ამ “სიკეთეებს” და მერე მისით აღფრთოვანებული ლაქიები მზად არიან ფეხსაცმლის ძირებიც კი ულოკონ.
    დიდი იმედი გვაქვს, რომ სრულად გამოჯანმრთელდები. თუმცა ამას მოყვება ერთი გარდაუვალი რამ – შენც და ყველა ის გამოჩენილი ქართველი, ვინც სხვადასხვა დროს დააფინანსა ივანიშვილმა, მერე თევზებივით დუმხართ. სულ რო დააჯვას საქართველოს თავზე (ამას ისედაც აკეთებს), საერთოდ აღარაფერზე გაქვთ რეაქცია და ოდნავ კრიტიკასაც ვერ უბედავთ “გადამრჩენელს”.
    დასკვნა ასეთია – შენ გამოჯანმრთელდები, ქვეყანა კი ავადდება.

  2. ანონიმური

    მინსკში ოპერაცია რა სირცხვილია

  3. ანონიმური

    ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ეს ადამიანი და კარგად ამყოფოს. და რა ქნან იმ ხალხმა ვინც ბიძინამდე ვერ აწვდენს ხმას???????????????

  4. ანონიმური

    რამდენ ადამიანს ჭირდება დახმარება, ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ხომ არ არის, ფიქრობს ამაზე ვინმე? შენ გამოჯანმრთელდი დავით, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს….

  5. ანონიმური

    ღმერთო ჩემო,რამ გაგაბოროტათ ,რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ,ღმერთმა კარგად ამყოფოს და გამოაჯამრთელოს ეს ახალგაზრდა ,და ყველა ის ადამიანი ბიძინაა თუ სხვა ,ვინც ასე დაეხმარება ხალხს ,დაიოკეთ ეგ ბოღმები და იქონიეთ ელემენტარული მადლიერების გრძნობა ,ყველაზე დიდი ცოდვაა უმადურობა,რაც საუბედუროდ ჩვენს სამშობლოში ასეთი დიდი დოზით არსებობს!

  6. ანონიმური

    საწმე ის არის ,რომბიძინას გახსენებაზე ბოღმა ახრჩობთ და სხვა არაფერი ,სირცხვილია ხალხო ,სირცხვილი!

  7. ანონიმური

    ბიძინა ქველმოქმედი 90იანი წლებიდან არის, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა 3 მილიარდზე მეტი ქონდა დახარჯული და აგრძელებს ხარჯვას, ჯარით, ავტობანით, პატრულით, შეიარაღებით რომ გთავაზობთ ეგ ბიძინას ფილებით არის გაკეთებული, საინტერესო ის არის მიშამ სად წაიღო 4 მილიარდი დოლარი ტერიტორიების სანაცვლოდ რომ მიიღო, არ დაიწყოთ ლტოლვილებს აუშენაო, ყველამ.იცის რა ხარისხის და ბიუჯეტის ბარათები აშენდა და იქიდან მშენებელს ფული არ გადაუხადეს, ასეთი ბოღმა რა ხართ ხალხო სიკეთეს და ქველმოქმედებას რომ ვერ ხედავთ, დენდროლოგიური არ ვარგაო, საკონცერტო დარბაზი არ ვარგაო, დელფინარიუმი არ ვარგაო, თეატრების რემონტი და შენება არ ვარგაო, უნივერსიტეტს რომელსაც მიშა ყიდდა კორპუსების ასაშენებლად ამ კაცმა გაარემონტეს და აღადგინა და არ ვარგაო, ოპერის აღდგენა არ ვარგაო, ეკლესიების აღდგენა აშენება არ ვარგაო, რაგბის წინსვლა არ ვარგაო, და იქნებ ისიც თქვათ რა ვარგა, ააააა რუსეთზე ტერიტორიების გადაცემა, ხალხის გაუპატიურება, მოკვლა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე მიყიდვა და გიული ალასანიას ქალაქის ცენტრში ათობით ჰექტარის უფასოდ გადაცემა ვარგა ხო.

  8. ანონიმური

    ეგ გაცვეთილი ქოცური მესიჯბოქსი გაიკეთე ტრაკში. ქონებების გადაცემ-გადმოცემა ეხლა როა, ნაცების დრო მიმიქარავს. ან რაგბის წინსვლა სად დაინახე საინტერესოა ? საკონცერტო დარბაზი წამგებიანია და არა მარტო კოვიდის დროს, წინა წელსვე წაგებაზე მუშაობდა. ეს ლოგიკურია – გაღატაკებულ ქვეყანაში არავის ეკონცერტება.
    სხვა რა აქვს ბიძინას ფულის გარდა ? რითი უნდა მოვეხიბლეთ – განათლებით, ქარიზმით, სიტყვა-პასუხით თუ რითი ? ერთი მაყუთი აქვს და ქეც გიყიდათ სულით მონები და ვერცხლისმოყვარეები. თუ არ დახარჯავდა, ვერც ხელისუფლებას ჩაიგდებდა ხელში და მოარტყა კიდეც მიზანში. რატომ ვერ მოარტყავდა, ამდენი იდიოტი ეგულებით ქვეყანაში ))))

    1. ანონიმური

      თქვენ და თქვენნაირები ,, განათლებულები” სწორედ რომ ფულზე ხართ გაგიჟებულები, ამიტომ ყრით ცოფებს ივანიშვილის მისამართით, საინტერესოა ამ ,,გაუნათლებელმა” ბიძინამ, როგორ მოაგროვა 7 მილიარდი.

  9. ანონიმური

    bizinamde vinc ver agwevs ixocebian .bizina risi bizinaa icis vis daexmaros ubralo xalxs ar exmareba da arc ecodeba

  10. ანონიმური

    ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა რა ქნან ასეთ სტატუსებს ნუ წერთ მაინც

  11. ანონიმური

    გული მტკივა,შვილი მყავს 19 წ.მე ვარ პენსიონერი.ორივე დეიდაშვილს არ გვყავს არავინ.ვარ მარტოხელა მარტო სული დედა.ანალიზებუსთვის,წამლებისთვის და ყოფიერების თვის გამოვიტანე კრედიტი.ხელზე ვიღბ პენსიას 170 ლ.და სოც.დახმარებას 50ლ.მე და 50ლ.ჩემი შვილი.ჩემი გოგონს აქვს შშმ სტატუსი.იღბდა მე- 2 – ე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას.რომელი დაუბლოკეს.ახალგაზრდა გოგონა ქუჩაში მათხოვრობს.აბა გეკითხებით ეს მართებულია??? აღარაფერი მწამს.
    ბ.ბიძინა არ შეიძლებოდა??? გამონაკლისი დაგეშვათ და გაგენულებინათ კრედიტი,მარტოხელა,სოც.დაუცველი ადამიანებისთვის.რათა პენსია სრულყოფილად ამეღო მე და ჩემ შვილს.ბოდიშს ვიხდი,მაგრამ ამ წუთს პურის ფული არ მაქვს.ამიტომ გავბედე ამ პოსტის გამოქვეყნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.