“ბასილაშვილის დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა პოლიციამ…” – ვინ გააუქმა ორდერი და რას აპირებს ადვოკატი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე ბავშვის ბებიის (ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის) მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოსამართლის მიერ ამ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში ასაჩივრებენ და ” ამაზე სახელმწიფო აგებს პასუხს”. მისი თქმით, ეს ორდერი თავდაპირველად ნამდვილად გამოსცა პოლიციამ და პირველმა ინსტანციამ დაადასტურა მისი სისწორე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ის გააუქმა:

“ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად გასაკვირი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს საკმაოდ ცხადი დადებით პრაქტიკა. კონკრეტულმა მოსამართლემ აბსულუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოპიტული და წინასარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი.

საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები, ბავშვის მოსაზრებები და მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. ეს ორდერი და მისი გაუქმება, ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა, და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამგვარმა დაუსაბუთებელმა მსჯელობამ არაპირდაპირ, მაგრამ გამოიწვია შემდგომი ძალადობა ბავშვის მიმართ. მეტიც, დაამძიმა ქცევა და დედას შეეხო ფიზიკური სახით”.

  •  
  •  

კომენტარი

  1. sos

    გამომძალველს იცავთ? თუმცა თქვენი სამუშაო ესაა,მაგრამ სინდისთან როგორ იქნებით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.