“ბარამიძე, ბიწაძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი” – რას ითხოვს აფრასიძეების ოჯახის შოთაძისგან?

აფრასიძეების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე ადვოკატთან ერთად, 9 ივლისს გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც დოდო აფრასიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებასთან ერთად, შეხვედრაზე მოითხოვს 2004 წლის სპეცოპერაციისას მისი ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

„ზარალი მოგვაყენეს, ყველაფერი გადაგვიწვეს, აბსოლუტურად არაფერი დაგვიტოვეს, ამას მოვახსენებ ირაკლი შოთაძეს. ვინც დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს – სააკაშვილი, პირველ რიგში ბარამიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ საქმეს, ასევე უნდა დაისაჯონ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი. ყველა ამ საქმეში მონაწილეობდნენ, როდესაც სპეცოპერაცია ტარდებოდა, იქ იყო ბადრი ბიწაძეც“

მისი თქმით, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა 9 ივლისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    aprasidzeebi teroristebi arikvnen da machalikashvili iko xo?

    1. ანონიმური

      ანონიმო, ტვინი გაანძრიე და ისე დაწერე კომენტარი…
      აფრასიძეების ლიკვიდაცია დაიგეგმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს კაბინეტში, რომელიც აღსრულებაში მოიყვანა მარიონეტმა ბარამიძემ; ეს იყო რეჟიმის შეცდომა. თუ ყაჩაღები იყვნენ აფრასიძეები, უნდა დაეჭირათ… მაგრამ ეს გაკეთდა ქართველი ხალხის დაშინების, შიშის დათესვის მიზნით.
      მაჩალიკაშვილის მკვლელობა არ დაგეგმილა კაბინეტში; სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელის მიერ მოხდა მისი მიმართულებით სროლა. იმ სპეცოპერაციის დროს იმავე სოფელში აიყვანეს მისი ბევრი თანასოფლელი, მაგრამ არავისთვის უსვრიათ.
      სპეცრაზმელებს აქვთ დასაცავი ინსტრუქცია სპეცოპერაციის დროს; ალბათ აქედან გამომდინარე იმოქმედა იმ სპეცრაზმელმა.

      1. ანონიმური

        და აფრასიძეები და საერთოდ თვითგაბატონებული რომ იყო სვანეთში უმეტესი და იარაღით ისე მოკლავდნენ ადამიანებს მეზობლებს ნათეზავებს ეს ხომ ყველას კარგად გახსოვთ ასე რომ ნუქოცობთ და მწარე მაგრამ სიმართლეს ჩახედეთ თვალებდი არავისაარააქ უგლება თვითბატონობის გაიგეე არის ერთი კანონი სასამართლო და დაუმორჩილების მერე მოხდა რაც მოხდაა აი იმ ოჯახისუფროსისწევრმა შეიწირა თავისი ოჯახი აი ესარის ზუსტად რეალიბა ჩაბარებოდა და მოეხადა სასჯელი. ამასრატომარამბობ ქოცო და მაჩალიკაშვილს რომ მძინარე ბიჭი მოუკლეს დღეს რაუნდა ქოცებს მთავრობაში ყველა ციხეში უნდა იჯდნენ არაფელი გეშველებათ არაფელი ეს იცოდეთ ვერგადაფარავთ თქვენსას სხვისით იმდენი საზიზღრობები ჩაიდინეთ ქოცუნიებოო.დამთავრდა თქვენი პარპაში.

  2. ანონიმური

  3. ანონიმური

    afrasizeebi teroristebi iyvnen da mahalikahvili iyobavhvi jer kidev teroristoba daabrales dahacxriles.tqven ki qeqavt 30 wlis ambebs amas gaketebinebt qarti ocneba fulis sanacvlod rac ar gamogivad

  4. ანონიმური

    და აფრასიძეები და საერთოდ თვითგაბატონებული რომ იყო სვანეთში უმეტესი და იარაღით ისე მოკლავდნენ ადამიანებს მეზობლებს ნათეზავებს ეს ხომ ყველას კარგად გახსოვთ ასე რომ ნუქოცობთ და მწარე მაგრამ სიმართლეს ჩახედეთ თვალებდი არავისაარააქ უგლება თვითბატონობის გაიგეე არის ერთი კანონი სასამართლო და დაუმორჩილების მერე მოხდა რაც მოხდაა აი იმ ოჯახისუფროსისწევრმა შეიწირა თავისი ოჯახი აი ესარის ზუსტად რეალიბა ჩაბარებოდა და მოეხადა სასჯელი. ამასრატომარამბობ ქოცო და მაჩალიკაშვილს რომ მძინარე ბიჭი მოუკლეს დღეს რაუნდა ქოცებს მთავრობაში ყველა ციხეში უნდა იჯდნენ არაფელი გეშველებათ არაფელი ეს იცოდეთ ვერგადაფარავთ თქვენსას სხვისით იმდენი საზიზღრობები ჩაიდინეთ ქოცუნიებოო.დამთავრდა თქვენი პარპაში.

  5. სიმართლე

    აფრასიძეების და მაჩალიკაშვილის შედარება რა ჭკუაში დაგიჯდა, მაჩალიკა პირწავარდნილი ტერორისტია და შვილი, მისი საქმიანობის მსხვერპლი.

    1. ანონიმური

      simartle aba ras itkvis rodidutqvams martali am damoals

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.