ბაიდენი პუტინთან დარეკვას არ გეგმავს – “დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს”

ოვალური კაბინეტიდან პირველ ოფიციალურ ზარს ჯო ბაიდენი კანადაში განახორციელებს. საგარეო “ურთიერთობების დალაგებას,” როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ახალი ადმინისტრაციის პირველ საჯარო ბრიფინგზე თქვა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი კანადიდან დაიწყებს.

“მისი პირველი ზარი დაგეგმილია პარასკევს. ის დაურეკავს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და განიხილავს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.”

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ “ამ დროისთვის არ არის გეგმაში პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო ზარი. პირველ რიგში ჯო ბაიდენი დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა აღადგინოს საგრეო ურთიერთობები,” – თქვა ბაიდენის პრესსპიკერმა.

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ ჯო ბაიდენი და მისი გუნდი ყველა კიბერ თავდასხმას გასცემს ადეკვატურ პასუხს. “დღეს ჩვენ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და ახლა არ გვაქვს დიდი შეხვედრა. თუმცა მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია მოახდენს ყველა კიბერთავდასხმაზე რეაგირებას,” – თქვა ფსაკიმ.

2020 წლის მიწურულს ამერიკის სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული თავდასხმა, რომელიც სადაზვერვო წყაროების მიერ რუსეთს უკავშირდება, ბაიდენმა იანვარში დაგმო და აღნიშნა, რომ “რუსეთს პასუხს მოსთხოვდა.” მაშინ ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.

რუსეთი უარყოფს ამერიკის მთავრობის სააგენტოებსა და ასობით კერძო კომპანიაზე თაავდასხმასა უარყოფს.

წყარო – ამერიკის ხმა

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.