ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს – ხმაურიანი დაკავების ამსახველი ვიდეო

შსს-ს ცნობით, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული.

დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.”

გონიოში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდამჭერები დააკავეს

📌 უკომენტაროდ➡ გონიოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის მხარდამჭერები დააკავეს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 05 ივნისი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ქურდები გვანახინეთ კიდევ ციხეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.