ბათუმი-სარფის მაგისტრალი გადაკეტილია – აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს

ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებს პოლიციის უფროსი შეხვედა და მათ მოუწოდა, რომ აქცია მშვიდობიანად ჩაატარონ და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

ამ დროისთვის ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.

მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაა, რომლებმაც გონიოს ხიდიდან მაგისტრალზე ფეხით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. თურქმა სამართალდამცველებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. აქციის მონაწილეები კი მის ექსტრადირებას ითხოვენ.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.