ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს – თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობაზე”

„ნაციონალური მოძრაობა” ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

რიჟვაძის შეფასებით, ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ბათუმს „ზურგში დანა ჩაარტყეს”.

„ჩვენს გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ის, რომ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ კისერზეა. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალა, ვალდებული ვართ, ვმართოთ შემცირებული თუ მომატებული ეპიდშემთხვევები. ამავე დროს, ყველას მოვუწოდებ, იფიქრონ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს. არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის ვერ შეაშინებენ და აანერვიულებენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    ბათუმელებს თუ შენ?

    1. ბათუმელი

      დიახ ჩვენს ქალაქს გაუკეთეს ცუდი, ჩამოიყვანეს ხალხი და ვითომ ბათუმლები გამოვიდა…. ვაი ნაცების თავს უბედურს,რომელი ბათუმელი ჭამს მაგას. მაგრამ ხალხი რომ არ შეგეცოდათ ამ პანდემიის დროს და დაასნეულებთ მაშინ? ვაშაძესთან მიდით და კორონას მოთხოვს პასუხს…

  2. ანონიმური

    raiko chaijvit?

  3. :(

    ოცნება თუ არ გამოფხიზლდებით, რაღაცას არ მოიფიქრებთ აჭარა კი არა ყველა რეგიონში ისეა ხალხი საზღვრის დაკეტვით და ფრენების გაუქმებით გამწარებული, ტურისტების არ შემოსვლით გაღატაკდა ქვეყანა.არც რამეს ამბობთ საიმედოს

    1. ანონიმური

      amatma raundamoipiqron saqrtvelo kideupro rogor dacion?

  4. ანონიმური

    თორნიკეს და მის ქვისლებსა და ნათესავებს ეტკინათ ყველაზე მეტად.
    1. ის დანა არ იყო.
    2. კუდუსუნის დაბლა, ზურგი არაა 😀

  5. ანონიმური

    ბატონო თორნიკე კაი კაცი ხარ მარა გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბე რომ შენ ყველა სიტყვას აუფასურებენ.
    გახსოვს რომ თქვით აჭარაში ნეპოტიზმი არ არისო. 3 მაგალითს მოგიყვან თუ როგორ ისარგებლა შენმა დანიშნულმა კიმისტრმა (და/ან მოადგილემ) და თავისი ნათესავ-ახლობელი დანიშნა საჯარო სამსახურში. თან ისე რომ საკონკურსო საკითხები წინასწარ მისცა..
    3 უტყუარ მტკიცებულებას დავდებ ამ უსამართლობის!!!
    თქვენი ბრალი არაა მაგრამ არავინ რომ არ ისჯება ისე სჩანს თითქოს თქვენ თანახმა იყავით.

    1. ანონიმური

      კაი რა, რა გგონია, ახლა დაიბარებს, ჰკითხავს და ოსინიც ეტყვიან არა რას ამბობთო და ესეც დაიჯერებს. ამით დამთავრდება..

  6. ანონიმური

    შე სირო ბათუმი რომ იძირება ყოველი წვიმის დროს იმედზე იფიქრე. ქაოტურად რომ აშენებთ კორპუსებს და კომუნიკაციები გკიდიათ იმის გამოა ეს ყველაფერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.