ბავშვი მასთან არ იზრდებოდა – ვინ არის კაცი, რომელიც საჭეს ნასვამი მართავდა

6 სექტემბერს გორში, უბედურ შემთხვევას 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა ნასვამი იყო.

“დაიჯესტის” ინფორმაციით, მოზარდი, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა.

გარდაცვლილი ბიჭის, მამა 49 წლის ზაზა ნოზაძეა. ავტოავარიის შემდეგ, მან არ იცოდა, რომ შვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. სავარაუდოდ, ავარია სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.