ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობა ყოვლად მიუღებელია – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველი ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების ჩატარება მიუღებელია. სინოდის წევრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკის ინტერვიუ გააზიარა, რომელიც მან მთავარ არხს მისცა.

“რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არც ერთი ტაძირს ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის”, — განაცხადა ეპისკოპოსმა.

პირველ სექტემბერს ბაგრატის ტაძრის ეზოში  პატრიოტთა ალიანსმა პარტიული შეკრება გამართა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მაშინ საპატრიარქო და ქუთაისის მერიაც ამტკიცებდა, რომ ადგილი, სადაც პატრიოტთა ალიანსმა ყრილობა ჩაატარა, მათ საკუთრებაში არაა.

მაშინ პარტიაში განაცხადეს, რომ რომ მიტროპოლიტი საქმის კურსში იყო და გააფრთხილეს შეხვედრის თაობაზე.

პატრიოტთა ალიანსის შემდეგ ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული შეხვედრა ქართულმა ოცნებამაც გამართა. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეც, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე სიტყვის დასაწყისშივე მიესალმა.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    magat mamagmertbidzinasgan mcvaneaqt nabichvrebs

  2. ანონიმური

    აქამდე ანძრევდნენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.