ახმეტის მერია 130 ათასად ასფალტის მოსარეცხ მანქანას ყიდულობს – “საქონელი ჰყავთ და გზაზე…”

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 130 ათას ლარიან ასფალტის მოსარეცხ მანქანას ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. მანქანა მერიას დაქვემდებარებულ დასუფთავების სამსახურს გადაეცემა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახმეტასა და სხვადასხვა სოფლებში მხოლოდ ცენტრალური გზები სუფთავდება.

„ახმეტაშიც და სოფლებშიც სისტემატურად ხდება დანაგვიანება . აქამდე მხოლოდ ცენტრალური ქუჩები და მცირეასფალტიანი გზები იგვებოდა. მანქანა ასფალტის მოსარეცხად გვჭირდება. ახმეტაში ზოგ მოსახლეს საქონელი ჰყავს და გზებზე  ანტისანიტარიაა. მანქანის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეეზოვეების“

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, მანქანა 2020 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

ფოტო თემატური

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.